1. უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ა) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია;
გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა.
2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებ