1. სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

2. ამ წესდების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. ამ წესდების ძალაში შესვლამდე დამტკიცებული/არჩეული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთა ამ წესდებით განსაზღვრული არჩევის ვადის დენა დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და მათი უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადი