„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №42
2022 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:
ა)
3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი):
2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე
-
18.136 თეთრი/კვტსთ;
ბ)
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები):
2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე
-
17.072 თეთრი/კვტსთ;
გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):
გ.ა)
101 კვტსთ-ის ჩათვლით:
2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე
-
4.453 თეთრი/კვტსთ;
გ.ბ)
101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:
2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე
-
7.853 თეთრი/კვტსთ;
გ.გ)
301 კვტსთ-დან და მეტი:
2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე
-
11.653 თეთრი/კვტსთ.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე