„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2023 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:

 

ა)

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი):

   
 

2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

 -

18.136 თეთრი/კვტსთ;

ბ)

220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები):

 

 

 

2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

-

17.072 თეთრი/კვტსთ;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

 

გ.ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

 -

4.453 თეთრი/კვტსთ;

გ.ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

 -

7.853 თეთრი/კვტსთ;

გ.გ)

301 კვტსთ-დან და მეტი:

   
 

2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

 -

11.653 თეთრი/კვტსთ.

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია