წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2022
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,119 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 31.03.2022 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 08.08.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.11.2019 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2021 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2022 წლის 31 აგვისტო ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1  წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ  საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობა 1. გარე ვაჭრობას წარმოადგენს: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ  სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება; გ) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები წინამდებარე წესის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;   გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. წალკის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წალკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მუნიციპალიტეტის მერი). 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 6. წალკის მუნიციპალიტეტის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 7. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები; ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; გ) სატრანსპორტო ნაკადი; დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები. 8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა. 9. წალკის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. 10. წალკის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებების თანახმად დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იქნეს მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, შეიტანოს ცვლილება ,,გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან გააუქმოს მისი ცალკეული ნაწილი. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის და ბაზრობების ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს წალკის  მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); თ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); ი) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით და პურით, აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით ,,სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე. მუხლი 6🔗. გარე  ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე  გარე  ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების წესი 1. პირს, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს, განათავსოს მხოლოდ დროებითი შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის. 2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს მარტივი შეტყობინებით, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ; ბ) არქიტექტურულ ესკიზს; გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასაპროექტო კვლევის შედეგებს; დ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში). 3. წალკის მუნიციპალიტეტის მერია (უფლებამოსილი სამსახური – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მარტივ შეტყობინებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის     შემთხვევაში მარტივი შეტყობინებით წარდგენილი ინფორმაცია ითვლება შეთანხმებულად. 5. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა გარე ვაჭრობის წესების დარღვევას წარმოადგენს: ა) გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების წესების დარღვევა; ბ) გარე ვაჭრობა იმ ადგილებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გარე ვაჭრობის ადგილებად; გ) იმ საქონლით და მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია და არ არის ნებადართული ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. 2.დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.