“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2022 წლის 2 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 5/07/2022, ს/კ 010250050.35.105.016633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“.“

 

ა) დადგენილების დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“.“

მუხლი 2
დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

 

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა