„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2022 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე–20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის, ოქმის ფორმის, ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს თანდართული:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესი (დანართი №1);

ბ) საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5);

ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6).“

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა



დანართი 1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესი

 


1. ეს წესი აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

5. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

 6.წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

8. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

9. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

10. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

11. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს 10 ლარს.

12. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.

13. ჯარიმა, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ჩაირიცხება ბიუჯეტში.

14. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“. 

15. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას ბულვარში,  პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.


 დანართი №2

 

საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 


ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული

      სამართალდარღვევის ოქმი №                                         

 

                                                                                                    ბ.ა.

 

1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––

                                            (რიცხვი, თვე, წელი)

2. შედგენის ადგილი: ------------------------------------------------------------------

3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი:

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები:-------------------

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა), იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:

---------------------------------------------------

--------------------------------------------------

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის –––––   მუხლის –––––  ნაწილით.

7. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი

8. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი

 ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)

9. დამრღვევის ახსნა-განმარტება: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება)

10. მიმღები მოლარე: ––––––––––        ––––––––––

                                       (ხელმოწერა)     (თარიღი)

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ---------------------------------

მოწმე: ----------------------------------------------------

                                     (ხელმოწერა)

ოქმის შემდგენელი: ------------------------------------

                                     (ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი: --------------------------------

                                     (ხელმოწერა)

აღნიშვნა ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ:                        ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნაწილი II

          საჯარიმო ქვითრის ყუა №

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

1--------------------------------------------                                  

   (გადამხდელის სახელი და გვარი)

 

2. –––––––––––––––––––––––––––––––

         (გადამხდელის მისამართი)

3.––––––––––––––––––––––––––––––––    
               (ჯარიმის ოდენობა)

4.––––––––––––––––––––––––––––––––

 (კოდექსის მუხლი, ნაწილი)

5. –––––––––––––––––––––––––––––––

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6. –––––––––––––––––––––––––––––––

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

7. მიმღები მოლარე:----------------------

                                       (ხელმოწერა)

 

ბ.ა.

თარიღი:-----------------------------------

                    (რიცხვი, თვე, წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;  გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   290-ე მუხლით     გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების   შესახებ.


დანართი №3

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

 


მუხლი 1. წესის მიღების საფუძვლები
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მოხელეები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურების   ფაქტების გამოვლენას და კონტროლს, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენას.

მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ უფლებამოსილი  პირის მიერ   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.


მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვეის ოქმების შენახვა
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.

3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“.


მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში).

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.


მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის  ოქმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №5) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 



დანართი №4

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 


გაცემის  თარი

ოქმის 

ოქმის    გამცემი

თანმდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

ოქმის  მიმღები

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედგენილი ოქმები

ოქმი 

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

დაბრუნების თარიღ

ჩამოწრის ოქმის 

ოქმის 

თანამდებობა

სახელი

გვარი

17

18

19

20

21

22

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №5

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“  მიერ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის

                                                                                 აქტი №

 


ქ. ზუგდიდი                                                                                                 20 –– წლის       ,,––––“ ,,–––––––––– “

 

 

საქმეთა დასახელება

რაოდენობა

ოქმის №

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:

 

ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

 პასუხისმგებელი პირი:

 


 

 დანართი №6

                                                                               საქმე №

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო       ფ უ რ ც ე ლ ი

 


        ზუგდიდის მუნიციპალიტეტის    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“

 

----------------------------------------------------------------------------------------------

                                                         (სააღსრულებო ფურცლის გამცემი)

-----------------------------------------------------------------------------------------------

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

-----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების გამოტანის/ოქმის შედგენის თარიღი

------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

-------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი:

 ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

კრედიტორის დასახელება  და რეკვიზიტები:

      ------------------------------------------------------                                                                                                                                     

     -------------------------------------------------------

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:

სამსახურის  უფროსი -----------------------