ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 704 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი ნორმატიული აქტების პროექტები 82% 13.09.2018 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 08.12.2014 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 23.09.2022 საქართველოს საბაჟო კოდექსი საქართველოს კანონი 82% 28.06.2019 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 19.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2022 წლის 6 სექტემბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან /და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის რ) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა  ან /და   წვრილფეხა   პირუტყვის ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე   მსხვილფეხა  ან /და   წვრილფეხა   პირუტყვის ყოლის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოლის წესს და ამ წესის დარღვევისას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედების სფეროს. 2. წესის მიზანია ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის იერსახის, ინფრასტრუქტურის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. 3. საკითხები, რომელიც არ  არის  მოწესრიგებული ამ წესით, რეგულირდება საქართველოს  მოქმედი  კანონმდებლობით. მუხლი 2🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობა და დასაშვები ზონა 2.1. ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე  დასაშვებია პირუტყვის ყოფნა, გარდა დაბის ქუჩებში, პარკებში, გაზონებზე, სკვერებში, საფეხმავლო ბილიკებზე, ტროტუარებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისა. 2.2. დასაშვებია პირუტყვის მესაკუთრის (მეპატრონის) მეთვალყურეობის ქვეშ ქუჩების გადაკვეთა  მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით. 2.3. პირუტყვის  მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებული არიან: ა) არ დაუშვან პირუტყვის უმეთვალყურეოდ გაშვება სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: დაბის ქუჩებში, პარკებში, მოედნებზე, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში; ბ) მკაცრად დაიცვან  პირუტყვის შენახვის და ვეტერინარიის  წესები, უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არ დაუშვან საჯარო და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება და ავადმყოფი პირუტყვის გადაადგილება; გ) პირუტყვის მესაკუთრე (მეპატრონე) ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დადგენილ დროში გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა და აანაზღაუროს მისი პირუტყვის მიერ მიყენებული ზიანი. ასევე, აანაზღაუროს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები. მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის 1. მოპოვებული ინფორმაციის  საფუძველზე, პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე და 151-ე მუხლების შესაბამისად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით  განსაზღვრული  პირი; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება  სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 4. ერთი სულისთვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 20 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 10 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე. 5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 6. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ვიდეო-ფოტოს მეშვეობით. მუხლი 4🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი 1. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირუტყვის  სპეციალურ ადგილზე გადაყვანა  და სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა და კვება; ბ) აწარმოოს პირუტყვის აღრიცხვა მონაცემებთა ბაზის მეშვეობით; გ) უზრუნველყოს ამ წესითა და  მომქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. დაავადებული პირუტყვის  მიმართ მოქმედებები ხორციელდება მომქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად, ხოლო  გაღებული ხარჯი ანაზღაურდება მესაკუთრის (მეპატრონის) მიერ. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი (პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა ან დაშავდა, მესაკუთრისადმი (მეპატრონისადმი) მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი 1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს (მეპატრონეს) დაუბრუნდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს (მეპატრონეს) დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება ან  მიკუთვნება 3(სამი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით  იქნება დადასტურებული; 3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე (მეპატრონე). მუხლი 6🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე (მეპატრონე) 30 კალენდარული დღის ვადაში, არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს ან/და ამ ვადაში ვერ დადგინდა პირუტყვის მესაკუთის (მეპატრონის) ვინაობა, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს (მეპატრონეს). 3. ჯარიმა, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის  გასაჩივრება  არ ათავისუფლებს  პირს მოვლა- პატრონობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისაგან.