1. საკრებულო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით,  ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს, ამოწმებს საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.

3. დროებითი სამანდატო კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდ