1. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომებზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების  შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება;

დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;

ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;

ვ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარის არჩევა.

ზ) საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ან/და საკრებულოს აპარატის დებულებების დამტკიცება ან მათში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია, თუ საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობამ არ მიიღო სხვა გადაწყვეტილება.

3. თუ სხდომა ვერ გაიხსნა ქვორუმის არ არსებობის გამო ან თუ ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომა ერთი კვირით გადაიდებ