საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან თვითმმართველ ერთეულში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის მოთხოვნით;
გ) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატ