ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, დოლაბაურის I ქუჩისთვის, დოლაბაურის III ჩიხისთვის, დოლაბაურის გასასვლელისთვის, დოლაბაურის I ჩიხისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №471
9 სექტემბერი 2022 წელი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, დოლაბაურის I ქუჩისთვის, დოლაბაურის III ჩიხისთვის, დოლაბაურის გასასვლელისთვის, დოლაბაურის I ჩიხისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და დოლაბაურის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. დოლაბაურის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. დოლაბაურის III ჩიხს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. დოლაბაურის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
5. დოლაბაურის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის V ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
7. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე