ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლევან ჩარკვიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ლევან ჩარკვიანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №494
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016739
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ლევან მაჭავარიანის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ნაძვების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევისთვის მსახიობის კახი კავსაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლევან ჩარკვიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ლევან ჩარკვიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
494
2022 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში,
ვაკის რაიონში, ლევან ჩარკვიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ლევან ჩარკვიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, ლევან ჩარკვიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს ლევან ჩარკვიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე