სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.09.2022
ძალაში შესვლა 18.09.2022
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №10/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 547 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2022 მიღება
18.09.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დირექტორი ლევან გამყრელიძე დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 04.03.2016 სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 15.09.2022 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 02.02.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 26.12.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 87% 05.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №10/ნ 2022 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 8​4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმა (დანართი №1); ბ) „სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.დირექტორილევან გამყრელიძე დანართი №1 სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადება მოწმობა №: ................................................................................................................................................................................. მოწმობის გამცემი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი: ............................................................................................ გვარი: .......................................................................................................................................................................................... სახელ(ებ)ი: ................................................................................................................................................................................. დაბადების თარიღი და ადგილი: .......................................................................................................................................... მოქალაქეობა: ............................................................................................................................................................................. მფლობელის ხელმოწერა: ........................................................................................................................................................ ძალაშია ................ -მდე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახდენენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, ასევე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახორციელებენ სათანადო გადაზიდვის, შეფუთვის, შევსების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებს: □        საავტომობილო გზით                 □  რკინიგზით      □  შიდა საზღვაო გზით გაცემულია: ..................................................................... მიერ თარიღი: .............................................................................  ხელმოწერა: ........................................................................... დანართი №2  სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის  (შემდგომ –  მოწმობა) გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია სახიფათო  ტვირთების საერთაშორისო  საგზაო  გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად. 2. წესი განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის  გაცემის პირობებს. 3. მოწმობას ენიჭება სერიული ნომერი, რომელიც შედგება GE და ხუთნიშნა ზრდადი ციფრისგან. 4. მოწმობა გაიცემა დაინტერესებულ პირზე შესაბამისი სასწავლო პროგრამებით გავლილი  სწავლების  დასრულებისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 5. მოწმობის გაცემა ხორციელდება  სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ. მუხლი 2🔗. მოწმობის გაცემის პირობები 1. მოწმობის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში: ა) პირველადი გაცემისას; ბ)  ამ მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში; გ) მოწმობის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმობისა და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე); დ) მოწმობის დაკარგვის ან მოპარვისას; ე) მოწმობის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია. 2. შეცვლილი მოწმობის მოქმედების ვადა აითვლება ძველი მოწმობის გაცემის თარიღიდან. 3.  მოწმობის მოქმედების ვადა შეადგენს 5 წელს. 4. მოწმობა გაიცემა დაინტერესებული პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის საქმიანობა გადამზიდველ კომპანიაში, რომელიც ეწევა სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვას; ბ)  აქვს უმაღლესი განათლება; გ) გავლილი აქვს შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცეებს: გ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება; გ.ბ) გაცემის თარიღი; გ.გ) სახელი, გვარი; გ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი; გ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დოკუმენტი; გ.ვ) ბარკოდი; გ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის). 5. მოწმობის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მოწმობის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს: ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განმარტება  მოწმობის დაკარგვის (მოპარვის), დაზიანების ან განადგურების გარემოებათა შესახებ (მოწმობის დაკარგვის (მოპარვის), დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში); გ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. გაცემული მოწმობების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო, ელექტრონული სახით. მუხლი 3🔗. მოწმობის  გაუქმების საფუძველი მოწმობის  გაუქმების საფუძველია: ა)  ახალი მოწმობით შეცვლა; ბ) მოწმობის მფლობელის გარდაცვალება; გ) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა.  მუხლი 4🔗. მოწმობის მფლობელის ვალდებულებები მოწმობის მფლობელი ვალდებულია: ა)  გამოიყენოს მოწმობა მხოლოდ დანიშნულებისამებრ; ბ) გამოიყენოს მხოლოდ თავისი მოწმობა; გ) არ გადასცეს მოწმობა გამოყენებისათვის მესამე პირს; დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მოწმობა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს.