სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-91
2022 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2022 წლის 16 მარტის № ს-23 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები |
|
1 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება |
21.03.2022-11.04.2022 |
|
2 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა |
04.04.022- 06.05.2022 |
|
3 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა |
06.05.2022-16.05.2022 |
|
4 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში |
23.05.2022-22.06.2022 |
|
5 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება |
26.05.2022-27.06.2022 |
|
6 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება |
26.05.2022-15.07.2022 |
|
7 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
02.06.2022-21 07 2022 |
|
8 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
28.07.2022-19.08.2022 |
|
9 |
გამარჯვებულების გამოვლენა |
19.08.2022-29.08.2022 |
|
10 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება |
29.08.2022-31.08.2022 |
|
11 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა |
31.08.2022-14.09.2022 |
|
12 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
29.08.2022-30.09.2022 |
|
13 |
ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა |
29.08.2022-03.11.2022 |
|
14 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი (მონიტორინგი №1) |
29.08.2022-08.11.2022 |
|
15 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
29.08.2022-15.11.2022 |
|
16 |
ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა |
29.08.2022-24.01.2023 |
|
17 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი (მონიტორინგი №2) |
29.08.2022-03.02.2023 |
|
18 |
დამატებითი ტრენინგები |
29.08.2022-19.01.2023 |
|
19 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი (მონიტორინგი №3) |
18.02.2023-19.05.2023 |
|
20 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
28.07.2022-07.06.2023 |
|
21 |
სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი |
19.05.2023-19.06.2023
|