ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87 |
|
2022 წლის 23 სექტემბერი ქ. ბორჯომი |
|
2. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.
3. სტრატეგიის ხედვაა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრნობიარე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი მუნიციპალიტეტის ორგანოების ჩამოყალიბება, რომელიც თანაბარ პირობებს შექმნის ქალების და კაცების მონაწილეობისა და ლიდერობისათვის და თანაბარ შედეგებს მოუტანს ქალებს და კაცებს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული არსებითი თანასწორობის პრინციპის შესაბამისად.
4. სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით.
5. სტრატეგიის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა (კანონმდებლობა, პოლიტიკა, პროგრამები) ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების, შესაძლებლობების და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
6. გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სახსრები.
7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
გ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
დ) სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
ე) გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
ვ) ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
ზ) ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში;
თ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული ქალების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ლიდერობის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ა) გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) გასული წლის სამოქმედო გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე მომავალი წლისათვის ახალი გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ხოლო დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ცვლილებების განხორციელებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას;
ა.ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ა.გ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა რომელიც მოიცავს:
ბ.ა) „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას, შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა ოთახის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შესაბამისი მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას.
გ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა;
დ) საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა, კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფა, ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფის მიზნით მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფა;
ე) გენდერულ ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა (ინფორმაციის მოკრება, სისტემატიზაცია, დამუშავეა, შენახვა, განახლება), გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა.
ა) გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი – ბიუჯეტის შეფასება გენდერულ ჭრილში, გენდერული საკითხების ინტეგრირება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე, შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცება;
ბ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს, როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.
გ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნა;
დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა – მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერულად დაბალანსებული და საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და თანაბარი ხელმისაწვდომობა;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შეზღუდულის შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
2. მიმართულების პრიორიტეტია: მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების შესწავლა და ამ პროგრამების მოსარგებლეთა კვლევა გენდერულ ჭრილში, შედეგების საფუძველზე სოციალური პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.
2. მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას: ა.ა) დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები; ა.ბ) უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ა.გ) მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე; ა.დ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
|
|
1. მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას. 2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. 3. მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს: ა.ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის; ა.ბ) ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით ა.გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამის/ების შემუშავება.
|
2. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ.
4. სტრატეგიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მონიტორინგს ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.