დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2022
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016515
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2022
matsne.gov.ge 541 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 08.12.2017 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 18.01.2018 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.09.2022 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 08.12.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 10.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2022 წლის 30 სექტემბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის,  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 14/12/2017 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016322). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების,  კულტურის, ძეგლთა  დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის   პირველადი  სტრუქტურული ერთეული-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი  სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის ტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას  წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო  განრიგი დგინდება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის  გათვალისწინებით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას  ქუჩა №44. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ –  სამსახურის უფროსი) და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.   სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი  ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19  მუხლით.    სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონისა და მერიის დებულების  შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; გ)  მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; ე) სპორტისა და  კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას; ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ)   ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის,  შემოქმედებითი  საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას; ი) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; კ)  მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების  მართვას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.