„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №027 |
|
2022 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.
3. დანართი №3-ის:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება როგორც ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლისას გაითვალისწინება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის სპეციფიკა. შესაბამისად, ერთმანეთს დარდება მხოლოდ ერთი ტიპის სტრუქტურული დანაყოფები. კერძოდ, რაიონული პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ რაიონული პროკურატურების პროკურორთა მონაცემებს, ხოლო თბილისის, საოლქო, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების პროკურორთა მონაცემები – ერთმანეთს.“.
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.
4. დანართი №6-ის პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დათვალიერების/ამოღების/გამოთხოვის ოქმი;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „ნ“-„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-5 პუნქტის:
გ.ა) „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|