ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.10.2022
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარი ბუჯიაშვილი | ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების დამტიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2022 წლის 4 ოქტომბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოსაყენებელი უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №2 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოსაყენებელი იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №3 შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი
დანართი N1
ყვარილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
ნასყიდობის ხელშეკრულება №_______
საქართველო, ქალაქი ყვარელი. _____/_____________________/_________
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას ს/კ 241578574 (შემდგომში – გამყიდველი) წარმოდგენილი ______________________________________________________________________ სახით, მოქმედი ______________________________________________________________________ _______________ (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს _____________________________________________________________________________________(შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ____________________________________ (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ____________ _____________________________________________________________________________________ (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ის, საქაართველოს კანონის ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი’’-ისა და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აპრილის № 7 დადგენილების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) _________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ქონების აღწერილობა, მათ შორის: მისამართი, ფართობი, დანიშნულება, საკადასტრო კოდი).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________________ (სიტყვიერად) ___________________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი: ________________________________
საბანკო კოდი: _________________________________
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: _____________________________________
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს _____________ _____________________________________________ (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ________________ კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.
2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.1.6 მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2.1.7 მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველის წინასწარი წერილობით თანხმობის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს ქონება. ამასთან, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რექლიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველი შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის ვალდებულებები. ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მყიდველს არა აქვს უფლება გამყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი უძრავი ქონება. პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით.
2.1.8 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, ხელშეკრულიბით გათვალისწინებულ ვადებში, გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნეს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
2.1.9 ________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პირობის დამატება)
2.1.10 _______________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პირობის დამატება)
2.2 გამყიდველი ვალდებულია:
2.2.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1 მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მყიდველზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
3.2 საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
3.3 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა მყიდველს წაუყენა პრეტენზია ქონების გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ქონების მიმართ ხელშეკრულების დადებამდე, მყიდველი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამყიდველს აქვს მის მიმართ.
3.4 მყიდველი კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, გამყიდველს არ აცნობებს ამის შესახებ.
3.5 ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების დადასტურება განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელსაც მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს გამყიდველს და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
3.6 გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველის მიერ ხელშეკრულების 3.5 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არა უგვიანეს 30 დღისა, დამატებით საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს განმეორებითი აუდიტორული შემოწმება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით.
3.7 პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.3 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
4.4. 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მუხლი 5🔗. ფორს-მაჟორი
5.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხიმგებლობისგან, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
5.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი" ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით და ა.შ.
5.3 მხარე რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების ან მოვლენის გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორს-მაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.4 ფორს-მაჟორული გარემოების გავლის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობა გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5.5 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება ზედიზედ სამ თვეზე მეტხანს, გამყიდველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
5.6 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
მუხლი 6🔗. შეტყობინება
6.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.
6.2 ხელშეკრულების მიზნებისთვის მხარეთა რეკვიზიტებია:
6.2.1 გამყიდველის შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
6.2.2 მყიდველის შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
6.3 მყიდველი ვალდებულია შეატყობინოს გამყიდველს მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ მყიდველის ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.
6.4 ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მყიდველის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება მყიდველისთვის ჩაბარებულად მისი გამყიდველისთვის ხელმეორედ დაბრუნების დღიდან.
მუხლი 7🔗. დავის გადაწყვეტა
7.1 ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2 მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადაო საკითხი წყდება მხარეთა შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ხელშეკრულების სხვა დებულებანი
8.1 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.2 საკითხ(ებ)ი რომელიც არ წესრიგდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ან/და მთლიანად ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
8.4 სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.5 ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
8.6 ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
ხელმოწერები:
გამყიდველი მყიდველი
____________________________ ______________________________________
____________________________ ____________________________________
დანართი N2
უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება N
საქართველო, ქ. ყვარელი ___/______/_______ წელი
ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ს/კ 241578574; (შემდგომში „მესაკუთრე“) წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის __________________________________________ სახით,
და მეორე მხრივ, _______________________________________ (შემდგომში„უზუფრუქტუარი“)____
ერთობლივად წოდებული, როგორც „მხარეები“ და ცალ-ცალკე, როგორც ,,მხარე“,
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ის, საქაართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს _________________________________________________ განკარგულების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ,,ხელშეკრულება’’) შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1.1 „მესაკუთრე“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცემს, ხოლო „უზუფრუქტუარი“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით იღებს „მესაკუთრის“ საკუთრებაში არსებულ _______________________________________________________________ ______________________________________________________ (შემდგომში –
„ქონება“) (ქონების ზუსტი მახასიათებლები, მისამართი, ფართობი, დანიშნულება, საკადასტრო კოდი)
1.2 „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადად განისაზღვროს „ხელშეკრულების“ გაფორმებიდან ____________ წელი.
1.3 ,,ხელშეკრულების’’ 1.1 პუნქტით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებისა და ღირებულების ქვეშ ასევე მოიაზრება მასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება. მოძრავი ქონების ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.4 სარგებლობაში გადაცემულ ქონებას „უზუფრუქტუარი“ გამოიყენებს ___________________ _____________________________________________________________________ (დეტალურად უნდა გაიწეროს თუ რა მიზნით გამოიყენებს „უზუფრუქტუარი“ ქონებას)
1.5 სარგებლობაში გადაცემული „ქონება“ არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. არ არის იპოთეკით დატვირთული, ყადაღა დადებული ან/და კანონით განსაზღვრული რომელიმე უფლებით დატვირთული.
1.6 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ___________ წლის ვადით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად მხარეებს შორის ფორმდება ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
2.1 „უზუფრუქტუარი“ ვალდებულია:
2.1.1 უზრუნველყოს „ქონების“ „ხელშეკრულების“ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენება.
2.1.2 ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, არაუგვიანეს __________________ დღისა , მესაკუთრეს წარუდგინოს ,,ხელშეკრულების’’ 3.4 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა.
2.1.3 „ქონებით“ სარგებლობისას დაიცვას „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობები და მესაკუთრის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღისა, ,,მესაკუთრეს’’ წარუდგინოს ინფორმაცია „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2.1.4 დაფაროს „ხელშეკრულების“ სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - „საჯარო რეესტრი“) რეგისტრაციის ხარჯი, აგრეთვე „ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.1.5 საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს უზუფრუქტით გადაცემული ,,ქონების’’ მოვლა და დაცვა. საკუთარი ხარჯით ჩაატაროს კაპიტალური და მიმდინარე რემონტი. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ბუნებრივი ცვეთისთვის.
2.1.6 გადაიხადოს „ქონებით“ სარგებლობის ფარგლებში მიმდინარე კომუნალური გადასახადები.
2.1.7 თავისი უფლებების განხორციელებისას არ დაარღვიოს „მესაკუთრის“ უფლებები.
2.2 „უზუფრუქტუარს“ უფლება აქვს:
2.2.1 მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ გადაცემული „ქონება“ განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა ან თუ „მესაკუთრე“ არღვევს ხელშეკრულების პირობებს.
2.2.2 „მესაკუთრის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „ქონება“ ან მისი ნაწილი გასცეს იჯარის ან ქირავნობის უფლებით.
2.2.3 მოითხოვოს უზუფრუქტის უფლებით გადაცემული ,,ქონების’’ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე „ქონებით“ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და „ქონებისადმი“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული „ქონების“ აღდგენას.
2.3 „მესაკუთრეს“ უფლება აქვს:
2.3.1 ნებისმიერ დროს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, შეუფერხებლად დაათვალიეროს ,,ქონება’’.
2.3.2 „ხელშეკრულების“ ვადის გასვლის, ცალმხრივად მოშლის ან სხვა მიზეზით „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში, „უზუფრუქტუარის“ თანხმობის გარეშე ცალმხრივად გააუქმოს „საჯარო რეესტრში“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ რეგისტრაცია.
2.4 „მესაკუთრე“ ვალდებულია:
2.4.1 „უზუფრუქტუარს“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს „ხელშეკრულების“ 1.1. მუხლში მითითებული „ქონება“, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადით.
2.4.2 უზუფრუქტით გადაცემულ ,,ქონებასთან’’ დაკავშირებით არ დადოს ისეთი გარიგება, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის „უზუფრუქტუარის" მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულებას.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა „უზუფრუქტუარს’’ წაუყენა პრეტენზია ,,ქონების’’ გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ,,ქონების’’ მიმართ ,,ხელშეკრულების’’ დადებამდე, ,,უზუფრუქტუარი’’ ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მესაკუთრეს’’. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც ,,მესაკუთრეს’’ აქვს მის მიმართ.
3.2 ,,უზუფრუქტუარი’’ კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, ,,მესაკუთრეს’’ არ აცნობებს ამის შესახებ.
3.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ,,მესაკუთრის’’ საკუთრებას წარმოადგენს ,,უზუფრუქტუარის’’ მიერ ,,ქონებაზე’’ განხორციელებული განუყოფელი გაუმჯობესებანი და ,,უზუფრუქტუარი’’ არ მოსთხოვს ,,მესაკუთრეს’’ აღნიშნულ გაუმჯობესებათა სათანადო კომპენსაციას.
3.4 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების დადასტურება განხორციელდება შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ.
მუხლი 4🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1 ,,ხელშეკრულებით,, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,უზუფრუქტუარი’’ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი.
4.2 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება პირგასამტეხლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.3 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.2 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება პირგასამტეხლო 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.3 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების თითოეულ ჯერზე შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4.5 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,უზუფრუქტუარს’’ ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
4.6 ,,მესაკუთრის’’ მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,უზუფრუქტუარის’’ მხრიდან ,,ხელშეკრულების’’ პირობათა შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ,,მესაკუთრის’’ მიერ ,,ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
4.7 თუ ,,უზუფრუქტუარი’’ ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე მოშლის შემთხვევაში არ დააბრუნებს ,,ქონებას’’, ,,მესაკუთრეს’’ შეუძლია მოითხოვოს ,,ქონების’’ დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ან/და ,,ქონებისთვის’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 5🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
5.1 ,,ხელშეკრულება’’ წყდება:
5.1.1 ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლით.
5.1.2 ,,უზუფრუქტუარის’’ გარდაცვალების შემთხვევაში. (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში)
5.1.3 ,,მესაკუთრის’’ მიერ ,,ხელშეკრულების 4.6 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში.
5.1.4 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
5.1.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5.2 ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ,,ხელშეკრულების’’ შეწყვეტის თაობაზე ,,მესაკუთრის’’ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ასევე ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლისთანავე ,,უზუფრუქტუარმა’’ უნდა გამოათავისუფლოს ,,ქონება’’. ამასთან ,,ქონებაზე’’ გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
მუხლი 6🔗. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ პირობების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხიმგებლობისგან, თუ ,,ხელშეკრულების’’ შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
6.2 ამ ,,ხელშეკრულების’’ მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი" ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით და ა.შ.
6.3 ,,მხარე’’ რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების ან მოვლენის გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე ,,მხარეს’’ ხსენებული გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მხარე’’ კარგავს უფლებას მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორს-მაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ ,,მხარის’’ მიერ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
6.4 ფორს-მაჟორული გარემოების გავლის შემდეგ უზუფრუქტის ურთიერთობა გრძელდება „ხელშეკრულებით’’ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია „ქონების’’ განადგურების გამო.
6.5 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება ზედიზედ სამ თვეზე მეტხანს, თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოშალოს „ხელშეკრულება’’ მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
6.6 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
მუხლი 7🔗. შეტყობინება
7.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა „მხარეებს’’ შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.
7.2 „ხელშეკრულების’’ მიზნებისთვის „მხარეთა’’ რეკვიზიტებია:
7.2.1 „მესაკუთრის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
7.2.2 „უზუფრუქტუარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
7.3 ,,უზუფრუქტუარი’’ ვალდებულია შეატყობინოს „მესაკუთრეს’’ მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. ჭინააღმდეგ შემთხვევაში, „მესაკუთრის’’ მიერ „უზუფრუქტუარის’’ ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.
7.4 „ხელშეკრულების’’ 7.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება „მესაკუთრის’’ მიერ „ხელშეკრულებაში’’ მითითებულ „უზუფრუქტუარის’’ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება „უზუფრუქტუარისთვის’’ ჩაბარებულად მისი „მესაკუთრისთვის’’ ხელმეორედ დაბრუნების დღიდან.
მუხლი 8🔗. დავის გადაწყვეტა
8.1 „ხელშეკრულება’’ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2 „მხარეთა’’ შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადაო საკითხი წყდება „მხარეთა’’ შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ხელშეკრულების სხვა დებულებანი
9.1 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე „ხელშეკრულებაში’’ შეიძლება შეტანილ იქნეს ,,მხარეების’’ მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
9.2 საკითხ(ებ)ი რომელიც არ წესრიგდება წინამდებარე „ხელშეკრულებით’’, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.3 . წინამდებარე „ხელშეკრულების’’ რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს „ხელშეკრულების’’ სხვა ნაწილების ან/და მთლიანად ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
9.4 სათაურები „ხელშეკრულებაში’’ მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
9.5 „ხელშეკრულება’’ გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა „მხარეებს’’ და ,,საჯარო რეესტრს’’.
9.6 „ხელშეკრულება’’ გაფორმებულად ითვლება „მხარეთა’’ მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
ხელმოწერები:
,,მესაკუთრე’’ ,,უზუფრუქტუარი’’
____________________________ _________________________________
___________________________ ______________________________________
____________________________ _____________________________________
დანართი N3
იჯარის ხელშეკრულება N
საქართველო, ქ. ყვარელი ___/___/_________წელი
ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ს/კ 241578574; (შემდგომში ,,მეიჯარე”) წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის __________________________________________ სახით,
და მეორე მხრივ, _____________________________________________________________________ (შემდგომში „მოიჯარე“)_______________________________________________________________ ____________________________________________________________________________________
ერთობლივად წოდებული, როგორც ,,მხარეები’’ და ცალ-ცალკე, როგორც ,,მხარე’’,
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ის, საქაართველოს კანონის ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი’’-ისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ______________________________________________________ განკარგულების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ,,ხელშეკრულება’’) შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1.1.1 ამ ხელშეკრულების თანახმად “მეიჯარე” გადასცემს, ხოლო „მოიჯარე” დროებით სარგებლობაში იღებს „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ __________ კვ.მ. სამეურნეო (კომერციულ) ფართს (შემდგომში „იჯარის ობიექტი“), ხოლო „მოიჯარე“ კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. „იჯარის ობიექტის“ მახასიათებლებია: საკადასტრო კოდი: ___________________________, მისამართი: ____________ ______________________________________________________, (შემდგომში „იჯარის ობიექტი“).
1.2 ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადად განისაზღვროს ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან _________ წელი.
1.3 ,,ხელშეკრულების’’ 1.1 პუნქტით გათვალისწინებული „იჯარის ობიექტი“-ის ცნებისა და ღირებულების ქვეშ ასევე მოიაზრება მასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება. მოძრავი ქონების ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.4 სარგებლობაში გადაცემულ ქონებას „მოიჯარე” გამოიყენებს ___________________________ __________________________________________________________________________________________ (დეტალურად უნდა გაიწეროს თუ რა მიზნით გამოიყენებს „მოიჯარე” ქონებას)
1.5 სარგებლობაში გადაცემული „იჯარის ობიექტი“ არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. არ არის იპოთეკით დატვირთული, ყადაღა დადებული ან/და კანონით განსაზღვრული რომელიმე უფლებით დატვირთული.
1.6 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ________________ წლის ვადით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად მხარეებს შორის ფორმდება ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. იჯარის ფასი და გადახდის პირობები
2.1. „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველთვიური საფასური (შემდგომში ,,საიჯარო ქირა“) შეადგენს ________________________________ ლარს.
2.2. „მოიჯარე“ ასევე ვალდებულია გადაიხადოს „იჯარის ობეიქტის“ შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები, რისთვისაც იგი ვალდებულია იჯარის მოქმედების მთელ პერიოდზე აბონენტად დარეგისტრირდეს შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში (ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, დასუფთავება).
2.3. საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 05 რიცხვისა.
2.4. მხარეთა შეთანხმებით, პირველი თვის საიჯარო ქირასთან ერთად წინასწარ საავანსო გადახდის სახით გადაიხდება ბოლო თვის საიჯარო ქირა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ,,მოიჯარის’’ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის საშუალებას, თუმცა ,,მოიჯარის’’ ქონებრივი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ თანხით.
მუხლი 3🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 ,,მოიჯარე’’ ვალდებულია:
3.1.1 უზრუნველყოს „იჯარის ობიექტის“ მხოლოდ ამ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენება. არ დაუშვას „იჯარის ობიექტის“ ფუნქციის შეცვლა ,,მეიჯარესთან’’ შეთანხმების გარეშე;
3.1.2 ,,იჯარის ობიექტით’’ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენების დადასტურების მიზნით, არაუგვიანეს ___________________ დღისა, ,,მეიჯარეს’’ წარუდგინოს ,,ხელშეკრულების’’ 4.4 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა.
3.1.3 „იჯარის ობიექტით“ სარგებლობისას დაიცვას ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული პირობები და ,,მეიჯარის’’ მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღისა, ,,მეიჯარეს’’ წარუდგინოს ინფორმაცია ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
3.1.4 დაფაროს ,,ხელშეკრულების’’ სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - ,,საჯარო რეესტრი’’) რეგისტრაციის ხარჯი, აგრეთვე ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.1.5 საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს იჯარით გადაცემული „იჯარის ობიექტის“ მოვლა და დაცვა. „მეიჯარესთან“ შეთანხმებით და თავისი ხარჯებით ჩაუტაროს ,,საიჯარო ობიექტს’’ მიმდინარე რეომონტი და გაუმჯობესებანი მისი ნორმალური ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად, ამასთან რემონტის და გაუმჯობესებების ხარჯები ,,მოიჯარეს’’ არ აუნაზღაურდება და არ ჩაეთვლება საიჯარო ქირაში;
3.1.6 დროულად გადაიხადოს დაკავებული ფართის კომუნალური გადასახდელები არსებული ტარიფებით;
3.1.7 თავისი უფლებების განხორციელებისას არ დაარღვიოს ,,მეიჯარის’’ უფლებები;
3.1.8 გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით;
3.1.9 მოუაროს „იჯარის ობიექტს”, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინაღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები;
3.1.10 მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა „იჯარის ობიექტის“ დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ „მეიჯარეს’’ და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;
3.1.11 ითმინოს ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებადართულია „მეიჯარის“ მიერ და აუცილებელია „იჯარის ობიექტის“ შესანახად ან/და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხორციელდება ,,მოიჯარის’’ ინტერესების გათვალისწინებითაც და არსებითად არ აფერხებს მის მიერ „იჯარის ობიექტით’’ სარგებლობას;
3.1.12 დაუბრკოლებელად შეუშვას „მეიჯარე“ ან მისი წარმომადგენელი საიჯარო ობიექტზე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური პიროებების კონტროლის და შემოწმების მიზნით;
3.1.13 „მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ობიექტის მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა;
3.1.14 აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას „მოიჯარის“ არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
3.1.15 ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას უკან დააბრუნოს იჯარის ობიექტი იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით;
3.1.16 „მეიჯარის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გასცეს „იჯარის ობიექტი“ მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;
3.1.17 დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
3.2 ,,მოიჯარეს’’ უფლება აქვს:
3.2.1 მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ გადაცემული „იჯარის ობიექტი“ განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა ან თუ ,,მეიჯარე’’ არღვევს ხელშეკრულების პირობებს.
3.2.2 ,,მეიჯარის’’ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „იჯარის ობიექტი“ ან მისი ნაწილი გასცეს ქვეიჯარის ან ქირავნობის უფლებით.
3.2.3 მოითხოვოს გადაცემული „იჯარის ობიექტის“ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და „იჯარის ობიექტისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული „იჯარის ობიექტის“ აღდგენას.
3.3 ,,მეიჯარეს’’ უფლება აქვს:
3.3.1 ნებისმიერ დროს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, შეუფერხებლად დაათვალიეროს „იჯარის ობიექტი“.
3.3.2 ,,ხელშეკრულების’’ ვადის გასვლის, ცალმხრივად მოშლის ან სხვა მიზეზით ,,ხელშეკრულების’’ შეწყვეტის შემთხვევაში, ,,მოიჯარის’’ თანხმობის გარეშე ცალმხრივად გააუქმოს ,,საჯარო რეესტრში’’ წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ რეგისტრაცია.
3.3.3 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონების გაუარესების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში „მოიჯარეს“ მოთხოვოს ,,იჯარის ობიექტის’’ აღდგენა, ზიანის ანაზღაურება;
3.3.4 ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ „მოიჯარე“ დანიშნულებისამებრ არ იყენებს ,,იჯარის ობიექტს’’ ან/და არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, განზრახ ან დაუდევრობით აზიანებს ქონებას ან ქმნის ასეთი დაზიანების რიალურ საშიშროებას;
3.3.5 განახორციელოს სამართლებლივი აქტებითა და ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3.4 ,,მეიჯარე’’ ვალდებულია:
3.4.1 ,,მოიჯარეს’’ სარგებლობის უფლებით გადასცეს ,,ხელშეკრულების’’ 1.1. მუხლში მითითებული ,,იჯარის ობიექტი’’, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადით.
3.4.2 უზრუნველყოს ,,მოიჯარის’’ მიერ საიჯარო ობიექტით შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში;
3.4.3 დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
მუხლი 4🔗. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
4.1 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა ,,მოიჯარეს’’ წაუყენა პრეტენზია ,,იჯარის ობიექტის’’ გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ,,იჯარის ობიექტის’’ მიმართ ,,ხელშეკრულების’’ დადებამდე, ,,მოიჯარე’’ ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მეიჯარეს’’. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც ,,მეიჯარეს’’ აქვს მის მიმართ.
4.2 ,,მოიჯარე’’ კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, ,,მეიჯარეს’’ არ აცნობებს ამის შესახებ.
4.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ,,მეიჯარის’’ საკუთრებას წარმოადგენს ,,მოიჯარის’’ მიერ ,,იჯარის ობიექტზე’’ განხორციელებული განუყოფელი გაუმჯობესებანი და ,,მოიჯარე’’ არ მოსთხოვს ,,მეიჯარეს’’ აღნიშნულ გაუმჯობესებათა სათანადო კომპენსაციას.
4.4 ,,მოიჯარის’’ მიერ ,,იჯარის ობიექტით’’ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით გათვალისწინებული მიზნით სარგებლობის დადასტურება განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ,,მოიჯარე’’ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს ,,მეიჯარეს’’ და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ხელშეკრულების 1.4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
4.5 თუ ,,მოიჯარე’’ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ,,იჯარის ობიექტს’’ უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და ,,მეიჯარისათვის’’ მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ ,,მოიჯარე’’ ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
მუხლი 5🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,მოიჯარე’’ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი.
5.2 ,,მოიჯარე’’ პასუხს აგებს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე.
5.3 ,,მხარეები’’ ვალდებულებას იღებენ დაუყონებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს აღნიშნულ საიჯარო ურთიერთობებზე, კერძოდ აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი უფლებრივი თუ სხვა სახის რისკების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების განადგურება, დაზიანება, სანივთო ან/და სხვა უფლებებით დატვირთვა, გასხვისება ან/და სხვაგვარი შედეგი რაც შეუძლებელს გახდის ან/და გაართულებს იჯარის ობიექტით სარგებლობას.
5.4 ამ ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ,,მეიჯარე’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მოიჯარეს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.
5.5 ,,ხელშეკრულების’’ 3.1 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების თითოეულ ჯერზე შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,მოიჯარეს’’ ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5.6 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,მოიჯარეს’’ ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
5.7 ,,მეიჯარის’’ მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,მოიჯარის’’ მხრიდან ,,ხელშეკრულების’’ პირობათა შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულების’’ ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში ,,მოიჯარეს’’ არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
5.8 თუ ,,მოიჯარე’’ ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე მოშლის შემთხვევაში არ დააბრუნებს ,,იჯარის ობიექტს’’, ,,მეიჯარეს’’ შეუძლია მოითხოვოს ,,იჯარის ობიექტის’’ დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ან/და ,,იჯარის ობიექტისთვის’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.9 იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „მოიჯარე“ 5 კალენდარული დღის ვადაში არ დაცლის „იჯარის ობიექტს“ და არ ჩააბარებს მას „მეიჯარეს“, „მოიჯარეს დაეკისრება“ ვალდებულება გადაიხადოს გაორმაგებული საიჯარო ქირა იჯარის ობიექტის ფაქტობრივად ფლობის მთელ პერიოდზე, ამასთან, „მეიჯარე“ უფლებამოსილია აღიდგინოს მფლობელობა „იჯარის ობიექტზე’’ ხოლო „მოიჯარის“ გაფრთხილებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაცალოს ობიექტი „მოიჯარის“ კუთვნილი ნივთებისაგან.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1 ,,ხელშეკრულება’’ წყდება:
6.1.1 ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლით.
6.1.2 ,,მოიჯარის’’ გარდაცვალების შემთხვევაში. (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში)
6.1.3 ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულების 5.7 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში.
6.1.4 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
6.1.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6.2 ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ,,ხელშეკრულების’’ შეწყვეტის თაობაზე ,,მეიჯარის’’ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ასევე ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლისთანავე ,,მოიჯარემ’’ უნდა გამოათავისუფლოს ,,იჯარის ობიექტი’’. ამასთან ,,იჯარის ობიექტზე’’ გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
6.3 ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, "მოიჯარე" ვალდებულია გადაიხადოს ამ დღისთვის არსებული ყველა გადასახადი და საიჯარო ქირა, იგი ასევე ვალდებულია დაცალოს-გაათავისუფლოს ,,იჯარის ობიექტი’’, რის შემდეგაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაფორმდეს „იჯარის ობიექტის’’ მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 7🔗. ფორს-მაჟორი
7.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ პირობების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხიმგებლობისგან, თუ ,,ხელშეკრულების’’ შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
7.2 ამ ,,ხელშეკრულების’’ მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი" ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით და ა.შ.
7.3 ,,მხარე’’ რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების ან მოვლენის გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე ,,მხარეს’’ ხსენებული გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მხარე’’ კარგავს უფლებას მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორს-მაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ ,,მხარის’’ მიერ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
7.4 ფორს-მაჟორული გარემოების გავლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობა გრძელდება ,,ხელშეკრულებით’’ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ,,იჯარის ობიექტის’’ განადგურების გამო.
7.5 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება ზედიზედ სამ თვეზე მეტხანს, თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოშალოს ,,ხელშეკრულება’’ მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
7.6 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
მუხლი 8🔗. შეტყობინება
8.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა ,,მხარეებს’’ შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.
8.2 ,,ხელშეკრულების’’ მიზნებისთვის ,,მხარეთა’’ რეკვიზიტებია:
8.2.1 ,,მეიჯარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
8.2.2 ,,მოიჯარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
8.3 ,,მოიჯარე’’ ვალდებულია შეატყობინოს ,,მეიჯარეს’’ მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მეიჯარის’’ მიერ ,,მოიჯარის’’ ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.
8.4 ,,ხელშეკრულების’’ 8.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულებაში’’ მითითებულ ,,მოიჯარის’’ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება ,,მოიჯარისთვის’’ ჩაბარებულად მისი ,,მეიჯარისთვის’’ ხელმეორედ დაბრუნების დღიდან.
მუხლი 9🔗. დავის გადაწყვეტა
9.1 ,,ხელშეკრულება’’ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 ,,მხარეთა’’ შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადაო საკითხი წყდება ,,მხარეთა’’ შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ხელშეკრულების სხვა დებულებანი
10.1 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ,,ხელშეკრულებაში’’ შეიძლება შეტანილ იქნეს ,,მხარეების’’ მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10.2 საკითხ(ებ)ი რომელიც არ წესრიგდება წინამდებარე ,,ხელშეკრულებით’’, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.3 წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ,,ხელშეკრულების’’ სხვა ნაწილების ან/და მთლიანად ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
10.4 სათაურები ,,ხელშეკრულებაში’’ მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
10.5 მხარის მიერ ამ ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლების უარყოფას.
10.6 ,,ხელშეკრულების’’ ვადის გასვლის ან მოშლის შემთხვევაში, ყველა სახის გაუმჯობესება და რემონტი ობიექტზე, რომლის მოცილებაც შეუძლებელია დაზიანების გარეშე და წინასწარ იყო შეთანხმებული „მეიჯარესთან“ რჩება „მეიჯარეს“, ,,მეიჯარე’’ ვალდებული არ არის გადუხადოს „მოიჯარეს“ ამ გაუმჯობესების ღირებულება.
10.7 იმ გაუმჯობესებების დემონტაჟი, რომლებიც საჭირო იყო მხოლოდ ,,მოიჯარისათვის’’ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს „მოიჯარის“ ხარჯით.
10.8 ,,მხარეები’’ ვადასტურებთ, რომ წინამდებარე ,,ხელშეკრულება’’ დადებულია გონივრული განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება.
10.9 ,,ხელშეკრულება’’ გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა ,,მხარეებს’’ და ,,საჯარო რეესტრს’’.
10.10 ,,ხელშეკრულება’’ გაფორმებულად ითვლება ,,მხარეთა’’ მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
ხელმოწერები:
,,მეიჯარე’’ ,,მოიჯარე’’
_____________________________ ______________________________________
_____________________________ ______________________________________
_____________________________ ______________________________________