საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წარმართავს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ურთიერთქმედებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:
ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას; ხელმძღვანელობს მის სხდომებს;
ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათს საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ საკითხებზე და ამის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომას;
წაახალისებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა თანამდებობის პირებს, დაადებს მათ დისციპლინურ სასჯელებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/19