საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ და აკონტროლებენ სამინისტროთა, კომიტეტების, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მუშაობას, აძლევენ ოპერატიულ მითითებებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შეტანილ წინადადებებს, დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილ