საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (19)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№69
2022 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ფ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2);
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3).
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით.
მუხლი 2🔗
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე