,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№637
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 30/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.926

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №637

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,             ვბრძანებ:

მუხლი 1. „სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1093) დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში მოქმედებენ შემდეგი განყოფილებები:

ა) მოკვლევის;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის;

გ) სარეჟიმო;

დ) საინფორმაციო-ანალიტიკური.”;

ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

 „ახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა და პატიმართა ძებნის ორგანიზებას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის სარეჟიმო განყოფილება ახორციელებს მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლს.”;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება ახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას, ოპერატიული სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებასა და ანალიზს, სპეციალური აღრიცხვის საქმეების რეგისტრაციას და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.”;

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1”, „თ2” და „თ3” ქვეპუნქტები:

„თ1) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

თ2) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;

„თ3) მსჯავრდებულთა მიზანმიმართულად გადანაწილება;”.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2003.
როდის იქნა მიღებული „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
„,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №637. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.926.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”“, №637, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.926 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55912/