საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №363 „სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.001
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №363
1999 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
"პატიმრობის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და "სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის №591 ბრძანებულების საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანდართული დებულება.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
ჯ. ხეცურიანი
სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში – შემდგომ –სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის (ტექსტში შემდგომ – სამსახური) სტატუსს, სტრუქტურას, ამოცანებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე ხელმძღვანელობის წესს.
მუხლი 2
სამსახური არის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულების მოკვლევას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნას.
მუხლი 3
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი "პატიმრობის შესახებ" , საქართველოს კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ", საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
თავი II. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4
სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებისაგან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ტექსტში შემდგომ – სამსახურის დანაყოფი).
მუხლი 5
1. სამსახურის ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში მოქმედებენ შემდეგი განყოფილებები:
ა) მოკვლევის;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის;
გ) ძებნის.
2. სამსახურის მოკვლევის განყოფილება აწარმოებს მოკვლევას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის საქმეებზე.
3. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განყოფილება უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას, სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა, მსჯავრდებულთა პირად უსაფრთხოებას, მსჯავრდებულებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.
4. სამსახურის ძებნის განყოფილება ახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის ორგანიზებას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მუხლი 6
1. სამსახურის დანაყოფები იქმნება საქართველოში მოქმედ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში. სამსახურის დანაყოფები იმავდროულად შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის შემადგენელი ერთეულია.
2. სამსახურის დანაყოფის შემადგენლობაში მოქმედებენ შემდეგი ქვედანაყოფები (ტექსტში შემდგომ – სამსახურის ქვედანაყოფი);
ა) მოკვლევის;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის;
გ) ძებნის.
3. სამსახურის ქვედანაყოფები უშუალოდ ასრულებენ სამსახურის შესაბამისი განყოფილებების ფუნქციებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მუხლი 7
სამსახურის განყოფილებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობენ, წარმართავენ და კონტრლოს უწევენ სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
თავი III. სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 8
სამსახურის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეების და სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და გახსნა;
გ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;
დ) სამსახურის თითოეული დანაყოფის ქვედანაყოფების მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზაციისა და განხორციელების სფეროში მოწინავე გამოცდილების ათვისება და დანერგვა;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;
ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში;
თ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძებნის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 9
სამსახურის უფლებამოსილებათა სფეროს მიეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის დარგში სამსახურებრივი ამოცანების განხორციელება;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნა;
დ) ურთიერთქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე;
ე) მუდმივი დაკვირვება მსჯავრდებულთა ქცევაზე მათი განთავსებისა და მუშაობის ადგილებში, მათ მიერ დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევებისა და სასჯელის მოხდის წესის დარღვევის ჩადენის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ვ) კონტროლი მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების, ტანსაცმლის დადგენილი ფორმის, დადგენილი ნიმუშის სამკერდე, სხვა ამოსაცნობი ნიშნებისა და საშვების გამოყენების წესების დაცვაზე;
ზ) დათვალიერების, თვალთვალისა და ვიზუალური კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების, საინჟინრო ზღუდეების, მიწისქვეშა კომუნიკაციებში, ნაგებობებში, დერეფნებში ბლოკირების საშუალებათა გამოყენება;
თ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობის , სამუშაო ინსტრუმენტის, ელექტრო-ენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების აღკვეთა;
ი) მსჯავრდებულთა პირადი, მათი პირადი ნივთებისა და სათავსების (საგნებისა და სხვა) , აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ტერიტორიის დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება;
კ) კონტროლი მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე;
ლ) მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებისა და შემოწმების უზრუნველყოფა, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებისა და შემოწმების უზრუნველყოფა;
მ) სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებადი სატრანსპორტო საშუალებების თანხლების უზრუნველყოფა;
ნ) კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე;
ო) კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე;
პ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება;
ჟ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ტექნიკური საშუალებების ყოველთვიური გამოკვლევა მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
რ) ხელის შეწყობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილ დანაშაულთა ფაქტებზე გამოძიების წარმოებისათვის;
ს) სამართალდარღვევების ჩადენის მიდრეკილების მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენა და მათი პროფილაქტიკური აღრიცხვა;
ტ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი ოპერატიული ვითარების ანალიზი და უსაფრთხოების სადღეღამისო უწყისის შედგენა;
უ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგება;
ფ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უსაფრთხოების სამსახურის განმახორციელებელ პირთა სპეციალური სამსახურებრივი ინსტრუქტაჟი და მათ წინაშე ოპერატიული ამოცანების დასმა; დასმული ამოცანების შესრულების შედეგების დადგენა;
ქ) სამსახურის პირადი შემადგენლობის დამატებითი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ღ) წინადადებების მომზადება და შეტანა სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გეგმებში;
ყ) კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიებზე დაწესებული სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზებაზე;
შ) მსჯავრდებულთა მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულოებების, სპირტიანი სასმელების, მსჯავრდებულთა მიერ შესანახად (გამოსაყენებლად) აკრძალული სხვა საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ჩ) კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების, დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტის გაცემა-ჩაბარებაზე, აგრეთვე ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველი საღები და სხვა ტექნიკური სითხეების ხარჯვაზე;
ც) დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის სამსახურის ქვედანაყოფების მიხედვით სტრუქტურისა და საშტატო რიცხოვნობის, შესაბამისი დაფინანსების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ძ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მონაწილეობა შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
წ) მონაწილეობა დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის დაშიფრული კავშირის გამოყენებაზე;
ჭ) გაწეული მუშაობის ანგარიშის მომზადება და დეპარტამენტისათვის, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, მინისტრისათვის წარდგენა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 10
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება მინისტრს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დარგში.
მუხლი 11
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) სამსახურის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის დანაყოფებიდან;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის განყოფილებებსა და დანაყოფების ანგარიშები გაწეული მუშაობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
გ) წარადგინოს წინადადებები სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების, გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის სისტემის სრულყოფის თაობაზე;
დ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ე) დადგენილი წესით ჩაატაროს სამსახურებრივი მოკვლევა, განიხილოს განცხადებები და საჩივრები, მიიღოს მოქალაქეები;
ვ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის;
ბ) მოახდინოს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და წარმართოს დანაყოფების მუშაობა;
გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
დ) განახორციელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოებისა და გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის სისტემისა და ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებები მოსამსახურეთა რიცხოვნების რაციონარული გამოყენებისა და თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის საფუძველზე;
ე) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;
ვ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვა;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე ფუნქციონალური განაწილების მიხედვით ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის დავალებით ან მისი არყოფნისას.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 12
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დარგში და სამსახურის უფროსს.
2. სამსახურის დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დარგში და სამსახურის უფროსს.
მუხლი 13
1. სამსახურის მოკვლევის ქვედანაყოფის შემადგენლობაში არიან შემდეგი მოსამსახურეები:
ა) ქვედანაყოფის უფროსი;
ბ) ოპერატიული მორიგე;
გ) ოპერატიული მორიგის თანაშემწე.
2. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ქვედანაყოფის შემადგენლობაში არიან შემდეგი მოსამსახურეები:
ა) ქვედანაყოფის უფროსი;
ბ) ოპერატიული მორიგე;
გ) ოპერატიული მორიგის თანაშემწე;
დ) ინსპექტორი პერსონალთან მუშაობის დარგში;
ე) ინსპექტორი მსჯავრდებულებთან მუშაობის დარგში;
ვ) ტექნიკური ინსპექტორი.
3. სამსახურის ძებნის ქვედანაყოფის შემადგენლობაში არიან შემდეგი მოსამსახურეები:
ა) ქვედანაყოფის უფროსი;
ბ) უფროსი ინსპექტორი ძებნის დარგში;
გ) უმცროსი ინსპექტორი ძებნის დარგში;
დ) რიგითი.
მუხლი 14
სამსახურის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს, სამსახურის ქვედანაყოფის სტრუქტურას და საშტატო რიცხოვნობას, ოპერატიული მორიგეების, ოპერატიული მორიგის თანაშემწეების, ინსპექტორებისა და რიგითების რაოდენობას კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიხედვით, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 15
სამსახურის უფროსსა და მოსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
თავი V. სამსახურებრივი ზედამხედველობა
მუხლი 16
1. სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე ახორციელებს უშუალოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის ცენტრალური აპარატისა და დანაყოფების საქმიანობაზე ახორციელებენ უშუალოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრი (ან მისი დავალებით დეპარტამენტის თავმჯდომარე) და სამსახურის უფროსი.
მუხლი 17
1. სამსახურის განყოფილება, დანაყოფი ან ქვედანაყოფი, გარდა მორიგი შემოწმებებისა, შეიძლება რიგგარეშე შემოწმდეს სამსახურებრივი შემოწმების წესით.
2 . რიგგარეშე შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შემმოწმებელ ჯგუფს ქმნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე ან სამსახურის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან სასჯელაღსრულების დარგში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სამსახურის განყოფილების უფროსის ან სამსახურის დანაყოფის უფროსის წერილობით მოტივირებული წარდგინებით.
თავი VI. გარდამავალი დებულება
მუხლი 18
1. სამსახურში მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 35-წლამდე, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური.
2. სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მისაღებ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
3 . სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. დასკვნითი დებულება
მუხლი 19
სამსახურის რეორგანიზაცია, ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.