„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2022 წლის 27 ოქტომბერი

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2017; 010250050.35.143.016446) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – ადმინისტრაციული სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადამიანური რესურსების მართვას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მერის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობას და კოორდინირებას. აგრეთვე საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას. შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს, შეფასებას და სხვა.“

ბ) ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ი1“ პუნქტი:

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის „ჟ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ1. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების დისციპლინის დაცვის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“  და მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 28 ივნისის  №ბ84.8422179001 ბრძანებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები"-ს განსაზღვრის შესახებ  დამტკიცებული ზოგადი წესების კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი