ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2022
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2022
matsne.gov.ge 1,645 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
განმცხადებლის სახელი გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.08.2024 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.07.2019 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.01.2026 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.08.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2022 წლის 27 ოქტომბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა დანართი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  წინამდებარე  წესი  ეფუძნება საქართველოს  კონსტიტუციას,  საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.  2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული; ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს; გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ; დ) პირზე, თუ მას აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის  უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე; ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა   ბაზაში  და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია. 4.   ტერმინთა განმარტება: ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არ მქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო; ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე  სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით; გ) მარტოხელა მშობელი  – სამოქალაქო კოდექსის 1191​I მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი; 5. უსახლკარო პირთა კატეგორია: ა)   ჭერის არმქონე პირები – ეს ჯგუფი მოიცავს იმ პირებს რომლებიც ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ; ბ)  სახლის არმქონე პირები – კატეგორია მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მათთვის დროებით განკუთვნილ დაწესებულებებში. მაგ. უსახლკაროთა საცხოვრისში, ქალთა თავშესაფრებში ან სხვა ტიპის თავშესაფარში, სხვადასხვა ინსტიტუციებში (სამედიცინო ინსტიტუციებში, ბავშვთა ინსტიტუციებში) რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებაში; გ) საფრთხის შემცველ/არასაიმედო გარემოში მცხოვრები პირები – კატეგორია მოიცავს იმ  პირებს, რომლებიც ცხოვრობენ გამოსახლების საფრთხის ქვეშ, ასევე, დროებით ცხოვრობენ ნათესავთან ან მეგობრებთან; დ) არასათანადო გარემოში მცხოვრები პირები – კატეგორია მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციებში ან ნაგებობებში, ასევე ცხოვრებისათვის გამოუსადეგარ სახლებში. მუხლი 2🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი 1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი  (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“). 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისგან,  მათ შორის  სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე. 5. სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფი სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 6. სამუშაო ჯგუფის სხდომები საჯაროა. 7. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი. 8. სამუშაო ჯგუფის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. ჯგუფის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 9. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი განცხადების  (დოკუმენტების) სისრულე, საფუძვლიანობა და მათი შესაბამისობა წესის მოთხოვნებთან. ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის, მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ; 10. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა, და მოისმინოს დამსწრე, დაინტერესებული მხარის  მიერ საქმესთან დაკავშირებული მოსაზრება. 11. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 12. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით. 13. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (დაკმაყოფილება, უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში. 14. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის  თავმჯდომარე და სხდომის მდივანი; 15. სამუშაო ჯგუფი სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი). მუხლი 3🔗. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები 1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია  წარადგინოს მერიაში ამ წესით დამტკიცებული განაცხადის ფორმა. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა)  უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2);  ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის  ფოტო ასლი; გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. (არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ფოტო ასლები); დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არსებობის   შესახებ; ელექტრონული რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა; ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხდებლის და ოჯახის წევრის სახელზე შემოსავლების შესახებ; ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ზ) ამ წესის მე- 4 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს: ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა); გ) განმცხადების განხილვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით შესაძლებელია  მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია. 4. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჯგუფი უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები. 5. რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარმოადგენს სრულყოფილად შევსებულ უსახლკარო პირების რეგისტრაციის განცხადების ფორმას და შესაბამის დოკუმენტაციას, მერის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. 6. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. 7. ადმინისტრაციული ერთეულების  საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებელი მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები,  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 8. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში, დაკარგეს საცხოვრებელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 9. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით) საცხოვრისით  უზრუნველყოფაზე; ბ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 10. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას. 11. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან/და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით. მუხლი 4🔗. შეფასების პროცედურები 1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება ჯგუფის  მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე. 2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება სამუშაო ჯგუფის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით: ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – 10 ქულა; ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-ზე ნაკლები – 8 ქულა; ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 6 ქულა; ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 4  ქულა ბ) შშმ პირი: ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა; ბ.ბ)  მნიშვნელოვნად  გამოხატული  ან/და  18  წლამდე  ასაკის  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე პირები –8  ქულა; ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები –5  ქულა.  გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში: გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 2 ქულა; გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე –1  ქულა. დ) მარჩენალდაკარგული პირები – 3 ქულა. ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 2 ქულა; ვ) მარტოხელა მშობელი – 2 ქულა; ზ) მრავაშვილიანი ოჯახი – 2 ქულა. 3.  შეფასების  საბოლოო  ქულა  დგინდება  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად  განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით. 4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში. 5.  დროებითი  საცხოვრისით  დასაკმაყოფილებელი  პირების  რიგითობა  დგინდება  ამ  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით. 6. შეფასებისას თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის მქონე პირს/ოჯახს. 7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე. 8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად. 9. საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ჯგუფის გადაწყვეტილება. მუხლი 5🔗. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები 1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ხუთი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (სარეიტინგო ქულა). 2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით. 4. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები. 5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები. 6. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად ჯგუფის უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო  პირთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა ...... № განმცხადებლის სახელი გვარი პირადი  ნომერი ოჯახის შემადგენლობა (ნათესავური კავშირი) 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან/და 18 წლამდე ასაკის შშმ პირები 3. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პენსიონერი მარჩე ნალ-დაკარგული მარტო ხელა მშო ბელი მრავალშვილიანი ოჯახი შენი შვნა 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10 ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: იურიდიული მისამართი: მობილური ტელეფონის ნომერი: