1. ამ კანონის მე-18−24-ე მუხლების დებულებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების, მართვისა და გადახდისუუნარობის შესახებ, აგრეთვე მასთან დაკავშირებით სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამასა და რეფინანსირების ბანკის მოვალეზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოვალის პროგრამის ადმინისტრატორად დანიშნოს რეფინანსირების ბანკი.

3. რეფინანსირების ბანკი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასრულებს პროგრამის ადმინისტრატორის ფუნქციებს, უფლებამოსილია დაისაკუთროს მოვალის კუთვნილი უზრუნველყოფის აქტივები, რომელთა წმინდა მიმდინარე ღირებულება რეფინანსირების ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების) საფუძველზე ვადამოსული გადასახდელების ოდენობას არ აღემატება, და დაარეგისტრიროს ისინი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში. უზრუნველყოფის აქტივების დასაკუთრებით უზრუნველყოფის აქტივების წმინდა მიმდინარე ღირებულების ფარგლებში წყდება რეფინანსირების ბანკის მიმართ არსებული, რეფინანსირების ინსტრუმენტიდან (ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე ვადამოსული გადახდის ვალდებულებები. რეფინანსირების ბანკის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას მოვალის თანხმობა არ სჭირდება.

თავი VII

იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველო