საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2025-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 239-ე მუხლის 44  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე, 63-ე და 631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 851−855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი−მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − გორის მუნიციპალიტეტის მერია ან ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 2 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ნოემბერი 2022 წ.

N2025-IXმს-Xმპ