„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში"
დირექტორის ბრძანება №ს-105
2022 წლის 2 ნოემბრი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის №ს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2022 წლის 16 მარტის №ს-23 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ზირაქიშვილი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
№
განსახორციელებელი ეტაპების
(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი
ღონისძიებების/აქტივობების განხორციელების ვადები
1
განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება
21.03.2022-11.04.2022
2
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა
04.04.022- 06.05.2022
3
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარ-ჯვებულების გამოვლენა
06.05.2022-16.05.2022
4
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზ-ნეს გეგმის შედგენაში
23.05.2022-22.06.2022
5
პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება
26.05.2022-27.06.2022
6
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება
26.05.2022-15.07.2022
7
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
02.06.2022-21.07.2022
8
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბე-ნეფიციარებთან
28.07.2022-19.08.2022
9
გამარჯვებულების გამოვლენა
19.08.2022-29.08.2022
10
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასა-ჩივრება
29.08.2022-31.08.2022
11
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივ-რების განხილვა
31.08.2022-14.09.2022
12
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება
29.08.2022-30.09.2022
13
ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თან-ხის ხარჯვა
29.08.2022-03.11.2022
14
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი (მონიტორინგი №1)
29.08.2022-22.11.2022
15
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თან-ხის ჩარიცხვა
29.08.2022-05.12.2022
16
ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა
29.08.2022-24.01.2023
17
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტო-რინგი (მონიტორინგი №2)
29.08.2022-03.02.2023
18
დამატებითი ტრენინგები
29.08.2022-19.01.2023
19
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი (მო-ნიტორინგი №3)
18.02.2023-19.05.2023
20
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი
28.07.2022-07.06.2023
21
სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტე-ბის მონიტორინგი
19.05.2023-19.06.2023