,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.001.040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 14/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 25 (ოცდახუთი) პროცენტი (№1 დანართის მიხედვით) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების მე-2 დანართის შესაბამისად.“;

ბ) დაემატოს მე-15 პუნქტი:

,,15. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობების მეშვეობით უზრუნველყონ სამასალე მერქნის მოსახლეობისათვის მიწოდების ორგანიზება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 დანართი №2

სამასალე მერქნის ფონდის განაწილება სამხარეო ადმინისტრაციების მიხედვით

მხარე

სამასალე მერქანი კუბ.მ

საქართველო

(ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)

სულ

20 629

გურია

1 000

იმერეთი

5 079

კახეთი

3 000

მცხეთა-მთიანეთი

800

რაჭა-ლეჩხუმი-ქ/სვანეთი

1 350

სამეგრელო-ზ/სვანეთი

4 300

სამცხე-ჯავახეთი

1 400

ქვემო ქართლი

1 500

შიდა ქართლი

2 200

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2008.
როდის იქნა მიღებული „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
„,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 12.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №96. სარეგისტრაციო კოდი — 390.050.020.10.003.001.040.
სად არის „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №96, 12.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.001.040 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5608/