,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2022 წლის 7 ნოემბერი დაბა ხარაგაული |
1.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობად მიღებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.
„2. იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს მიერ მიიღება ცნობის სახით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 105. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის, კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის წესი
1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა, კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ,დ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 პუნქტით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას საკრებულო იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე. ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ამტკიცებს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენა და კომისიის შემადგენლობიდან გასვლა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 28-ე მუხლის 22 პუნქტის, 281 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
|