დასახელება 2020 წლის ფაქტი 2021 წლის გეგმა 2022 წლის გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2022 წლის 7 ნოემბერი ქ. ჩხოროწყუ
|
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 17905.7 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9080.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6966.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს ჩხოროწუის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1859.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 18838.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7575.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7925.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 350.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დასახელება
2020 წლის ფაქტი
2021 წლის გეგმა
2022 წლის გეგმა
ფინანსური აქტივების ცვლილება
00
0.0
0.0
ზრდა
00
0.0
0.0
ვალუტა და დეპოზიტები
00
0.0
0.0
3. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დასახელება
2020 წლის ფაქტი
2021 წლის გეგმა
2022 წლის გეგმა
კლება
00
00
0.0
ვალუტა და დეპოზიტები
00
00
0.0
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
დასახელება
2020 წლის ფაქტი
2021 წლის გეგმა
2022 წლის გეგმა
ვალდებულებების ზრდა
0,0
0,0
0,0
საშინაო
0,0
0,0
0,0
საგარეო
0,0
0,0
0,0
სესხები
0,0
0,0
0,0
3. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დასახელება
2020 წლის ფაქტი
2021 წლის გეგმა
2022 წლის გეგმა
ვალდებულებების კლება
00
0,0
0,0
საშინაო
00
0,0
0,0
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენსმუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2022 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლებისსისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარამოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანისაცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების,სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის (0201) მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.
ბ.ა) გარეგანათების (0202) მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ღამის პერიოდში მოსახლეობისკ ომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები
ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (02 03) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. ამასთან სოფელ მუხურში ახალი წყლის მომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობას.
ბ.ე) მუნიციპალიტეტის შენობების შენობების რეაბილიტაცია (02 04) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება.
გ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯი (02 09) პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
დ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი (02 10)
ე) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (02 11) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გენეტიკურ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
ვ) დასუფთავების ღონისძიებები (03 00) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრების პერიოდული დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
ზ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (03 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
3. განათლება (04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ასევე უნარშეზღუდულ ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.
ა) სკოლამდელი განათლება (04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1012 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა.
ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (0402) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება.
გ) განათლების ხელშეწყობა (04 03) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდებანორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა გამოვლენა.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობისხელშეწყობადასპორტი (05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (0501)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ა.ა) ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (050101)
ქვეპროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის მოზარდ თაობაში საფეხბურთო მონაცემების მქონე მოზარდი თაობის გამოვლენას, დაოსტატებას და ქვეყნის მაშტაბით მათ მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებით ორგანიზებულ ტურნირებში. მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას.
ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (050102)
ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ სექციებში და მათ მონაწილეობა შესაბამის სპორტული სახეების მიხედვით სხვადასხვა ეგიდის შეჯიბრებებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, აგრეთვე მოეწყობა ლაშქრობები ტობავარჩხილში, ოსინდალე-წიფურიას ხეობაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეგრული სამზარეულოს მოწყობა-დემონსტრირება, სხვადასხვა ტრადიციული ფესტივალების მოწყობა-გამოფენა. ტურისტთა მოზიდვის მიზნით საერთასორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის შიგნით.
ბ)კულტურისგანვითარებისხელშეწყობა(0502) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ბ.ა) კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (050201)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ დაწესებულებების, კერძოდ ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება.
ბ.ბ) მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (05 02 02)
ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუ ისტორუიულის მუზეუმი“–ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ ისტორიულ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით;
ბ.გ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს მუსიკალური სკოლა“, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე;
ბ.დ) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
გ) ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (05 03)
პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
5. მოსახლეობისჯანმრთელობისდაცვადასოციალურიუზრუნველყოფა (06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედმთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (0601)
პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“-ს დაფინანსებას, რომლის მიერ განხორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნეფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვისშემკრებ ბუნკერებში; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სამღზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა.
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (0602)
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა) სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები (06 02 01))
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
გ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 48 მრავალშვილიან ოჯახის 220 ბენეფიციარზე, 290-მდე ახალ დაბადებულ ბავშვებზე, 4-მდე ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 43-მდე უსინათლოებზე, მეორე მსოფლიო ომის 5 მონაწილეზე, ავღანეთის ომში 40 მონაწილეთა ოჯახებზე, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში 16 მონაწილეთა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერად დახმარებები. თირკმლის დიალეზზე მყოფი 14 პირზე, შშმ 60 მოზარდზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. გათვალისწინებულია 27 უსახლკაროთა თავშესაფრით უზრეუნველყოფა, გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება, ხელმოკლე ოჯახებისათვის სამედიცინო დახმარებების თანადაფინანსება და სხვა ერთჯერადი დახმარებები.
დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) (060203)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.
ე) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის ხარჯი (06 03)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარეალებული მოსახლეობის ხელშეწყობა, როგორც ფულადი ისე მატერიალური სახით. ხანძრის სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2022 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 97,0 ათასი ლარი;
ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი.
გ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 3,0 ათასი ლარი
2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.