სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/22
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ქ. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.02.2007
- „ქ. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.12.2006
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №05/22
2022 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ
–
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს:
ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით;
ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით.
მუხლი 2🔗
სსიპ –
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება განისაზღვროს:
ა) სსიპ –
ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ;
ბ) სსიპ –
ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3🔗
განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები:
ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად;
ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად.
მუხლი 4🔗
შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები:
ა) რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული არიან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით;
ბ) რომლებიც 2023 წლის 3 იანვრისთვის დასაქმებული იქნებიან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗
ამ ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის/ცვლილებების გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების განახლებული ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს:
ა) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, 2023 წლის 3 იანვრიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 6🔗
„სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 აპრილის №05/07 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/04/2022; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016033) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-7 მუხლით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დებულების“ პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. თეატრი ასევე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“;
გ) მე-8 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №136;“;
გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველო, ქ. ბორჯომი, მ. კოსტავას ქ. №3;“;
გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქართველო, ქ. გურჯაანი, თამარ მეფის ქ. №16.“.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/41 ბრძანება (სსმ, №30, 06/03/2007; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.010.047);
ბ) „ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანება (სსმ, №171, 21/12/2006; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.666).
მუხლი 8🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 3 იანვრიდან.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი