ქალაქ ამბროლაურში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ N86.19.26.060) დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2022
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.117.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2022
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ამბროლაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ N86.19.26.059) ბაჩანა ბრეგვაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 11.11.2022 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 13.10.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ N86.19.26.060) დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №82 2022 წლის 11 ნოემბერი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ №86.19.26.060)  დავით (დათუნიკა) სხირტლაძის  სახელის  მინიჭების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13 პუნქტისა და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 21 ოქტომბრის №34 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი: №01/3061, 04.11.2022წ.) შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს, ქალაქ ამბროლაურში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერს (ს/კ N86.19.26.060), მიენიჭოს დავით (დათუნიკა) სხირტლაძის სახელი (ორთოფოტო თან ერთვის). 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13). 3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ასლან საგანელიძე