„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
|
2022 წლის 16 ნოემბერი დაბა ადიგენი |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
|
1. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვას. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ, არქიტექტურულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან –სამსახურის უფროსისაგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების უფროსისაგან (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-11 მუხლის მე-5-ე პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და განყოფილების უფროსის სამუშაო აღწერილობით..
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის მოხელეები
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია:
ა) ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილება.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
დ)ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავებას;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ვ)სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ზ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ი) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
მ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ნ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ო) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
პ)შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადებას;
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის;
რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ტ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ;
ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) პრიორიტეტების შერჩევა, შესაბამისად, დეფექტური აქტების მომზადება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებაში მონაწილეობის მიღება;
გ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის;
ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის წარდგენა;
ვ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი;
ზ) ყველა იმ საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობათა განხორციელება, რაც მიეკუთვნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.