საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №033
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე პროკურატურის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №033
2022 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
4. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის წინაშე.
მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილებები
საბჭო განიხილავს განსაკუთრებული სირთულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით ან/და დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც, ორი წლის ვადით, საბჭოს წევრთაგან, ღია კენჭისყრით ირჩევს საბჭო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. საბჭოს ჰყავს მდივანი – საბჭოს სამდივნოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მუხლი 4🔗. საჩივრის წარდგენა
სიცოცხლის ხელყოფის საქმის დაზარალებული საბჭოს მიმართავს საჩივრით. საჩივრის წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით – საბჭოს ელექტრონული ფოსტის (cc@pog.gov.ge) მეშვეობით.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.
2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი/საქმე, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საჩივრის/საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს საბჭოს/საბჭოს სამდივნოს წევრი, თუ პირადად ან მისი დაქვემდებარებული თანამშრომელი სისხლის სამართლის შესაბამის საქმეზე ახორციელებს გამოძიებას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
4. საბჭოს სხდომას შესაძლებელია დაესწროს გენერალური პროკურორი ან/და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები.
5. საბჭოზე საკითხის განხილვისას განმარტებებისა და ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი პროკურორი/გამომძიებელი ან/და დანაყოფის ხელმღვანელი.
6 საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
7. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო (სხდომის მდივანი). ოქმს ხელს აწერენ სამდივნოს წარმომადგენელი და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.
8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება გენერალურ პროკურორს, რომელიც უფლებამოსილია არ დაეთანხმოს რეკომენდაციას. ასეთ შემთხვევაში, იგი უარს ამბობს რეკომენდაციის გაზიარებაზე ან/და დაავალებს საბჭოს დამატებით შეისწავლოს საკითხი.
9. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ეთანხმება გენერალური პროკურორი, ეგზავნება შესაბამის პროკურორსა და მის ხელმძღვანელს.
მუხლი 6🔗. საბჭოს უფლებამოსილების ფარგლები
1. საბჭო იკრიბება და რეკომენდაციას გასცემს სამდივნოს მიერ საჩივრის განსახილველად გადაგზავნიდან ან/და გენერალური პროკურორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში.
2. საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. განახორციელოს სხვა უფლებამოსილება, რაც დაეხმარება საკითხის სრულყოფილად შესწავლაში.
3. სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დადგენილია ხარვეზების არსებობის ფაქტი, საბჭო აწესებს ზედამხედველობას, მასზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე.
მუხლი 7🔗. საბჭოს სამდივნო
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო.
2. სამდივნო შედგება არაუმეტეს სამი წევრისაგან რომელთა ვინაობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოსათვის წარდგენილი საჩივრების, მასალების შეკრებასა და სისტემატიზაციას.
4. საჩივრებისა და მასალების შესწავლის საფუძველზე, სამდივნო, საბჭოს თავმჯომარესთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, საკითხის საბჭოსთვის განსახილველად გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
5. სამდივნო უფლებამოსილია, პროკურატურის შესაბამისი ორგანოებიდან და სტრუქტურული დანაყოფებიდან გამოითხოვოს მასალები. საჭიროების შემთხვევაში გაესაუბროს საჩივრის ავტორს ან/და პროკურორს, რომელიც ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
6. საჩივრის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის ავტორს.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე