საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 19.05.1998
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).003.000292
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 839 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.1998 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის შექმნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება №60 1998 წლის 19 მაისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის შექმნის შესახებ საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის შემდგომი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგია სათათბირო უფლებით. 2. განისაზღვროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ა) ვ. გვარამია (კოლეგიის თავმჯდომარე) – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ბ) ი. ბუხრაშვილი (კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების განყოფილების უფროსი; გ) ნ. ბაზღაძე (კომისიის მდივანი) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი; დ) ა. ლორია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის უფროსი; ე) ს.პეტროსიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; ვ) ც. ხომერიკი –  საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის არქივის გამგე; ზ) შ. ლომსაძე – სახელმწიფო მუზეუმის განყოფილების გამგე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 3. დამტკიცდეს თანდართული დებულება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ. 4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. მინისტრი   თ. ნინიძე დებულება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგია (ტექსტში შემდგომ „კოლეგია“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო უფლების მქონე კოლეგიური ორგანოა. 3. კოლეგიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ", მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ეს დებულება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტები. 4. კოლეგიის საქმიანობა არ ზღუდავს იუსტიციის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სფეროში. II. კოლეგიის უფლებამოსილებანი 5. კოლეგია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემატურ საკითხებს და განხილვის შედეგად შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს. 6. კოლეგია განიხილავს: ა) მოქალაქეთა გვარისა და ეროვნების აღდგენის საკითხებს; ბ) სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანის საკითხებს; გ) დაკარგული ჩანაწერების აღდგენის საკითხებს; დ) განმეორებით განცხადებებს მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის თაობაზე; ე) სახელმწიფო გერბიანი ბლანკებისა (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალება, მამობის დადგენა, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლა, შვილად აყვანა) და მოქალაქეობრივი მდგომარეობის სარეგისტრაციო  წიგნების დამზადების საკითხებს; ვ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა ატესტაციის საკითხებს; ზ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებს; თ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სფეროში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის შემოწმების შედეგებს, ამ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მოხსენებებს, სტატისტიკურ ანგარიშებს; ი) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას; კ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების არქივების მუშაობის ორგანიზაციის საკითხებს; ლ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სფეროში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებს. 7. კოლეგია უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით განიხილოს ამ დებულების მე-6 პუნქტში აღნიშნულის გარდა სხვა საკითხებიც. III. კოლეგიის საქმიანობის წესი 8. კოლეგიის მუშაობის ფორმაა კომისიის სხდომა. 9. კოლეგიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით, მაგრამ არანაკლებ თვეში ორი სხდომისა. 10. კოლეგიის სხდომას იწვევს კოლეგიის თავმჯდომარე. 11. კოლეგიის სხდომის ორგანიზაციასა და ჩატარებას უზრუნველყოფს კოლეგიის მდივანი. 12. კოლეგიის სხდომის დღის წესრიგს კოლეგიის წევრთა, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წინადადებათა საფუძველზე განსაზღვრავს კოლეგიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხი სავალდებულო წესით შეიტანება კოლეგიის სხდომის დღის წესრიგში. 13. კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კოლეგიის წევრთა სულ ცოტა ნახევარი მაინც.  14. კოლეგიის სხდომას უძღვება კოლეგიის თავმჯდომარე. კოლეგიის სხდომას ესწრებიან კოლეგიის წევრები და სხდომაზე მოწვეული პირები საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს კოლეგიის სხდომას და რიგგარეშე გამოთქვას თავისი აზრი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. კოლეგიის სხდომაზე მოწვეულ პირებს სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს კოლეგიის თავმჯდომარე. 15. კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები. 16. კოლეგიის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით კოლეგიის ყველა წევრს თანაბარი ხმის უფლება აქვს. კოლეგიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კოლეგიის თავმჯდომარის ხმა. 17. კოლეგიის წევრები მონაწილეობენ კოლეგიის სხდომაზე საკითხთა განხილვაში. მათ უფლება აქვთ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში. 18. კოლეგიის სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება კოლეგიის სხდომის ოქმში. კოლეგიის სხდომის ოქმს ადგენს კოლეგიის მდივანი კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო კოლეგიის მიერ მიღებულ წინადადებებსა და დასკვნებს – კოლეგიის თავმჯდომარე. კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ ხელმოწერამდე გაეცნონ სხდომის ოქმს და მიუთითონ ოქმში დაშვებულ შეცდომებსა თუ უზუსტობებზე. კოლეგიის მდივანი პასუხისმგებელია ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე. 19. კოლეგიის მიერ მიღებული წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები  არ ატარებენ სავალდებულო ძალას. კოლეგიის სხდომის ოქმის ამონაწერი, მიღებული წინადადებები და დასკვნები იგზავნება დანიშნულებისამებრ. 20. კოლეგიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კოლეგიის სხდომის ოქმის, კოლეგიის მიერ მიღებული წინადადებების და დასკვნების წარდგენას საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია კოლეგიის წინადადებების, დასკვნებისა და სხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანება. 21. კოლეგიის თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე. 22. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით კოლეგია უფლებამოსილია სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი საბუთები და მასალები (თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი), აგრეთვე სხდომაზე მოიწვიოს მოქალაქეები და საჯარო მოსამსახურეები განსახილველ საკითხებზე განმარტებათა მისაღებად. IV. დასკვნითი დებულებანი 23. კოლეგიის სხდომის ოქმების, მიღებული წინადადებებისა და დასკვნების პირველი პირები თანდართულ საბუთებთან და მასალებთან ერთად დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ინახება. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს კოლეგიის მდივანი. 24. კოლეგიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე კოლეგიის მიერ გაწეულ მუშაობაზე.