სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №465
2022 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
1. გაიცეს სს „პეისერა საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.
2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „პეისერა საქართველოს“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 4 (ოთხი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭება სს „პეისერა საქართველოს“ ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ა. მესტვირიშვილი