„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრმის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2022 წლის 24 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრმის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრმის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26.11.2021 წ., 010250050.35.160.016724) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესში“ შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  პირველი   მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 06 02 16) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, მცხოვრები და ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალურ დახმარების წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2  მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ან რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი);

ბ) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;

გ) ბავშვიანი პირი – კანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი; 12 კვირიდან ორსული.

დ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

ე) დაზარალებული – ფიზიკური პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანი;

ვ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების  ქვეპროგრამით’’ განხორციელებული დაფინანსება.“;

გ)  მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ამოცანაა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალური დახმარება.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

1. ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ, ან პირი რომელიც შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ცნობილი იქნა დაზარალებულად და ამასთანავე ფლობს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ან მსხვერპლი, რომელიც ფლობს თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს (ხელშეკრულება და სხვა);

ბ) პირი რომელიც არის რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, რომელსაც განცხადებით მომართვისას, მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან/და ძალადობის ფაქტის დადგომის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია;

2. გამონაკლისს ამ მუხლის 1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტთან დაკავშირებით წარმოადგენს:

ა) მსხვერპლი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა;

ბ) პირი რომელსაც აქვს სასამართლოს ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება მსხვერპლის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მოძალადე ცნობილი იქნა დამნაშავედ და გადაწყვეტილების გამოტანიდან არ არის გასული 6 (ექვსი) თვე.“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. განცხადების მიღების წესი

1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) მსხვერპლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა; კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პირის რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სრული საინფორმაციო ბარათი);

დ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

ე) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი სამსახურის/ორგანოს მიერ ან/და შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება,  რომლითაც მოძალადე ცნობილი იქნა დამნაშავედ;

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი, საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;

თ) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:,

„მუხლი 6. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.

2. ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

4. ქვეპროგრამით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია