ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2022
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №534
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.023744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2022
matsne.gov.ge 975 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2022 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 90% 21.05.2020 გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 20.05.2022 ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 20.05.2022 სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2025 ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 08.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №534 2022 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები „ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელებისათვის აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების ღონისძიებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანობა 1. ენერგომომსახურების მიმღების მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს  ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანობის პრინციპი. 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანობა დგინდება ენერგომომსახურების მიმღების ყოველწლიური ხარჯების შემცირებებსა და ენერგომომსახურების მიმწოდებლისთვის ყოველწლიურ გადასახდელებს შორის განსხვავების დისკონტირებული ჯამური ღირებულებით. გაანგარიშება ხორციელდება ოპერირების დაწყებიდან ენერგომახასიათელების შესახებ ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. დისკონტირების მიზნებისთვის გამოიყენება ფიქსირებული განაკვეთი − 7%, რომლის მიზანია კონკურენტი პროექტების შეფასებისას ერთგვაროვანი მიდგომის უზრუნველყოფა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანობის დაანგარიშებისას გამოიყენება სახელშეკრულებო პერიოდში არსებული ტარიფ(ებ)ი. მუხლი 3🔗. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აქტივებისა და ენერგოდანაზოგების გაანგარიშება 1. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი აქტივ(ებ)ის აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინიციირების ეტაპზე, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, უნდა განისაზღვროს საბაზისო მაჩვენებლები, რომლებიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე: ა) ბოლო 3 წლის შესაბამისი კომუნალური ხარჯების მაჩვენებლებს თვეების მიხედვით. ამ შემთხვევაში დასაშვებია ბოლო წლის ან ბოლო 3 წლის საშუალო მაჩვენებელი განისაზღვროს საბაზისო მაჩვენებლად; ბ) საბაზისო პროგნოზს, რომელიც წარმოადგენს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საწყის მაჩვენებელს. საბაზისო პროგნოზის მომზადების მიზნებისთვის დასაშვებია, გათვალისწინებულ იქნეს 3-5%-იანი ესკალაცია; გ) ენერგომოხმარებას, რომელიც გამოსახული უნდა იქნეს კილოვატ საათებში; დ) მიმდინარე ტარიფებს ერთ ერთეულ მოხმარებულ ენერგიაზე, აგრეთვე ინფორმაციას ტარიფის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ; ე) პროექტის ინიციირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას, მათ შორის: ე.ა) ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/ დოკუმენტაციას; ე.ბ) შენობის ტექნიკურ აღჭურვილობას; ე.გ) შენობაში მომუშავე პირთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს; ე.დ) სამუშაო საათების თაობაზე ინფორმაციას; ე.ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც გავლენას ახდენს/მოახდენს საბაზისო მაჩვენებელზე. 3. ენერგიის საბაზისო ტარიფი ფიქსირებულია სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის ინიციირების ეტაპზე გაცხადებულია ინფორმაცია ფასის კორექტირების თარიღისა და კორექტირების ოდენობის შესახებ. საბაზისო პერიოდის დაანგარიშება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, შემდეგი ფორმულის გამოყენებით: კვტ სთ* ელექტროენერგიის ტარიფი + მ​3*გაზის ტარიფი + მ​3*წყლის ტარიფი. ფორმულა შესაძლოა, დაკორექტირდეს ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით. 4. დასაშვებია საბაზისო მაჩვენებელი დაკორექტირდეს კლიმატური მიზეზებით, რა დროსაც გამოიყენება შემდეგი ფორმულა: საბაზისო კვტ სთ=ფაქტობრივი კვტ სთ x Σ (მედიანური ფაქტობრივი ტემპერატურა) 30 დღე/ Σ (მედიანური საბაზისო ტემპერატურა) 30 დღე. ამ პუნქტით განსაზღვრული დღეების ოდენობა (30 დღე) პირობითია და მასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე დატანილი დროის პერიოდი (დღეების ოდენობა). 5. ენერგოდანაზოგების დაანგარიშებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესით, რეგულირდება გამოთვლისა და დადასტურების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებით (IPMVP). მუხლი 4🔗. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების და სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაში ასახვის წესი ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ენერგომომსახურებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები და სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაში ასახვა ხორციელდება ამ ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსის შესაბამისად, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. ენერგოდანაზოგების გამოთვლა და დადასტურება 1. ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების ამოცანების ფარგლებში უნდა შესრულდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი აქტივობები: ა) საწყისი მაჩვენებლისა და მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების გამოთვლა; ბ) ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების გეგმის შემუშავება; გ) დამონტაჟების შემდგომი ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების ანგარიშის შემუშავება; დ) ყოველწლიური ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურის განხორციელება. 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს ენერგოდანაზოგების გამოთვლა და დადასტურება. მუხლი 6🔗. საწყისი მაჩვენებელი და მოსალოდნელი ენერგოდანაზოგები 1. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საწყის მაჩვენებელს წარმოადგენს ენერგიის მოხმარების დანახარჯის ღირებულება, რომელიც წარმოიქმნებოდა ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში. 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ენერგოდანაზოგ(ებ)ი არის დაზოგილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც გაანგარიშდება ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საწყის მაჩვენებელსა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტით ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ მოხმარებული ენერგიის გამოთვლილ ან/და გაანგარიშებულ რაოდენობებს შორის სხვაობის სახით. 3. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საწყისი მაჩვენებლის განსაზღვრისათვის გამოყენებული მეთოდოლოგია განსხვავდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით. აღნიშნულ მეთოდოლოგიას შეიძლება წარმოადგენდეს: ა) შესაბამისი მასალა/ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება საინჟინრო განსჯას ან/და გამოთვლებს; ბ) მწარმოებლის სპეციფიკაციები − სპეციფიკაციებიდან, შესაბამისი ტესტირების შედეგებიდან ან სერტიფიცირებული აღჭურვილობის ფუნქციონირებიდან მიღებული მონაცემები; გ) ფაქტობრივი გამოთვლები − იმ ძირითადი აღჭურვილობის ფაქტობრივი გამოთვლებიდან შეგროვებული მონაცემები, რომელიც ფუნქციონირებს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე/მოედანზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად, მის შეცვლამდე ან ადგილმდებარეობის ცვლილებამდე. მუხლი 7🔗. ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების გეგმის შემუშავება ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების გეგმა მოიცავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ აქტივობებს, ასევე ენერგიის დაზოგვის თითოეული ღონისძიების დეტალებს, მათ შორის: ა) საწყისი მაჩვენებლების პირობების დეტალებსა და შეგროვებულ მონაცემებს; ბ) დასკვნებთან, აგრეთვე გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ასევე მონაცემთა წყაროებს; გ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა უნდა იქნეს დადასტურებული; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაატარებს ენერგოდანაზოგების გამოთვლებისა და დადასტურების ღონისძიებებს; ე) განხორციელებული საინჟინრო ანალიზის დეტალებს; ვ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ენერგოდანაზოგები გამოთვლილი; ზ) ინფორმაციას კომუნალური ხარჯების ტარიფების თაობაზე და იმის შესახებ, თუ როგორ იქნება აღნიშნული ტარიფები გამოყენებული ხარჯების დაზოგვის გამოსათვლელად; თ) მოთხოვნილი საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯების ენერგოდანაზოგებს; ი) საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯების ანგარიშგების თაობაზე მხარეთა პასუხისმგებლობებს; კ) ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების ანგარიშების შინაარსსა და ფორმას; ლ) ინფორმაციას ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საწყისი მაჩვენებლის ცვლილების მიზეზების თაობაზე. მუხლი 8🔗. სამონტაჟო სამუშაოების დადასტურება 1. სამონტაჟო სამუშაოების დადასტურება ენერგომომსახურების მიმწოდებლისა და ენერგომომსახურების მიმღების მიერ ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი აღჭურვილობა და სისტემები დამონტაჟებულ იქნა, ფუნქციონირებს გამართულად და აქვს პოტენციალი, წარმოქნას წინასწარგანსაზღვრული ენერგოდანაზოგები. 2. სამონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს: ა) კვლევებს; ბ) ინსპექტირებებს; გ) წერტილოვან გამოთვლებს; დ) მოკლევადიან გამოთვლებს. 3. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოთვლისა და დადასტურების ღონისძიებების შედეგები უნდა აისახოს დამონტაჟების შემდგომ ანგარიშში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად ჩაბარებამდე. მუხლი 9🔗. ყოველწლიური ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და დადასტურების ღონისძიებები 1. თითოეულ დამონტაჟებულ მოწყობილობასა და სისტემაზე უნდა განხორციელდეს სათანადო მოვლა-შენახვისთვის საჭირო ღონისძიებები, რათა აღნიშნულმა მოწყობილობებმა და სისტემებმა გააგრძელოს გამართული ფუნქციონირება, ასევე უნდა ჰქონდეს წინასწარგანსაზღვრული დაზოგვის პოტენციალი. 2. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ყოველწლიური გამოთვლისა და დადასტურების შესახებ ანგარიშში დასაბუთებული უნდა იქნეს ენერგოდანაზოგების გარანტიები. 3. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც, ასევე, შესაძლოა დაერთოს ინსპექტირების აქტი ან/და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.