,,დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის №01-43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-94/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280080020.22.035.017021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-94/ნ

2022 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის №01-43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის №01-43/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/05/2021; 280080020.22.035.016870) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული:

1. დამხმარე საშუალებებით მომსახურების ზოგადი სტანდარტები (დანართი №1).

2. ეტლებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №2).

3. საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №3).

4. სმენის აპარატებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №4).

5. ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი (დანართი №5).

6. უსინათლოთა ხელჯოხებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი (დანართი №6).

7. ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მომსახურებას.

8. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტების შესრულება სავალდებულოა იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის დამხმარე საშუალებებს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად.“.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დამხმარე  საშუალებებით  მომსახურების ზოგადი სტანდარტები) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურების მიმწოდებელი (გარდა ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით მომსახურების მიმწოდებლისა) ვალდებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს:.“.

3. ბრძანებას დაემატოს №5 (ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი) და №6 (უსინათლოთა ხელჯოხებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი) დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი




დანართი №5

 

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი

 

მუხლი 1. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №1)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. მომსახურების მიზანია  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, დამხმარე საშუალების  შერჩევის, მორგების/რეგულირების მიზნით უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:

ა) მომხმარებლის რეგისტრაცია;

ბ) გადაადგილების დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;

გ) გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი მოდელის დამხმარე საშუალებასთან დაკავშირებით;

დ) შესაბამისი მოდელისა და სახეობის დამხმარე საშუალების   მომხმარებლისთვის მიწოდება და მორგება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;

ე) დამხმარე საშუალების მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი მოხმარებისა და მოვლის საკითებში;

ვ) მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, მიდევნება, ხელახალი მორგება.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხიანი მიწოდებისთვის შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა:

 

სივრცე ან სივრცის ფუნქცია

აღჭურვილობა

1. მომხმარებელთა სივრცე

 

მოსაცდელი

მომხმარებლის მოცდისთვის შესაბამისი ინვენტარი.

რეგისტრატურა

კომპიუტერი.

 მომხმარებლის შეფასების/მორგების  ოთახი

იზოლირებული ოთახი

პრივატული სივრცის გამოყოფის შესაძლებლობა, გასასინჯი ტახტი ტერფის შესაფასებლად, სივრცე დამხმარე საშუალების გამოყენების სწავლებისათვის.

3. საწყობი

დამხმარე საშუალებებისათვის განთავსებისთვის შესაბამისი გარემო.

 

მუხლი 2. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №2)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა, მათთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა;

ბ) მომსახურების მიწოდებისთვის უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატისა  (დამხმარე პროდუქტების მიწოდების სერვისის ტრენინგების (თეორია და პრაქტიკა)  დამადასტურებელი სერტიფიკატი: „დამხმარე პროდუქტების გაცნობა“; „გადაადგილებაში დამხმარე პროდუქტები“; „სიარულში დამხმარე პროდუქტები“ (WHO, TAP პლატფორმა)) და კვალიფიკაციის  მქონე  სპეციალისტების ჩართულობა.

 

დანართი №6

 

უსინათლოთა ხელჯოხებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი

 

მუხლი 1. მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №1)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. მომსახურების მიზანია  სამიზნე ჯგუფის უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით უზრუნველყოფა და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება. 

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დამხმარე საშუალების  შერჩევის, მორგების/რეგულირების მიზნით უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:

ა) მომხმარებლის რეგისტრაცია;

ბ) თეთრი ხელჯოხის საჭიროების მქონე პირის შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;

გ) გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი მოდელის დამხმარე საშუალებასთან დაკავშირებით;

დ) შესაბამისი მოდელისა და სახეობის დამხმარე საშუალების მომხმარებლისთვის მიწოდება და ინდივიდუალური მორგება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;

ე) თეთრი ხელჯოხის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა. ასევე, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება;

ვ) მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, მიდევნება, ხელახალი მორგება.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხიანი მიწოდებისთვის შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა:

 

სივრცე ან სივრცის ფუნქცია

აღჭურვილობა

1. მომხმარებელთა სივრცე

 

მოსაცდელი

მომხმარებლის მოცდისთვის შესაბამისი ინვენტარი.

რეგისტრატურა

კომპიუტერი.

 მომხმარებლის შეფასების/მორგების  ოთახი

იზოლირებული ოთახი

სივრცე დამხმარე საშუალების გამოყენების სწავლებისათვის (შეირჩევა ინდივიდუალურად).

3. საწყობი

დამხმარე საშუალებებისათვის განთავსებისთვის შესაბამისი გარემო.

 

მუხლი 2. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №2)

1. მოსალოდნელი შედეგი – მომხმარებელთა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა, მათთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა;

ბ) მომსახურების მიწოდებისთვის უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატისა და კვალიფიკაციის  მქონე  სპეციალისტების ჩართულობა.