📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2022
ძალაში შესვლა 02.12.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17-109
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.017048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2022
matsne.gov.ge 1,011 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2022 მიღება
02.12.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.08.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2014 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 20.10.2023 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.01.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 02.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-109 2022 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-52 დადგენილება. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის წესს, მასზე დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებსა და გადახდის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. საფასურის ცნება საფასური არის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მუხლი 3🔗. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1. საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ წესით. 2. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. მუხლი 4🔗. დაჩქარებული მომსახურება 1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სამსახური მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.  4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით. მუხლი 5🔗. დაჩქარებული მომსახურების გაწევის ვადები და საფასურის განაკვეთები 1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურა: ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება - 5 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი; 1 დღეში - 1200 ლარი; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმება - 10 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი; 5 დღეში - 1000 ლარი; 3 დღეში - 2000 ლარი; გ) III სტადია - მშენებლობის (მათ შორის, დემონტაჟის) ნებართვის გაცემა 1 დღეში, საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი. 2. „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 5 დღეში – 500 ლარი; 10 დღეში – 200 ლარი. 3. მშენებლობის მარტივი შეტყობინების ჩაბარება - 1 დღეში, საფასურის განაკვეთი - 300 ლარი. 4. წინასწარი გადაწყვეტილება (არქიტექტურული ესკიზის შეთანხმება) - 10 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი. 5. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 2 დღეში, საფასურის განაკვეთი – 600 ლარი; 5 დღეში – 400 ლარი. 6. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებული ვადებისა და მათზე დაწესებული საფასურის შეკრება.                  7. თუ დაინტერესებული პირი სამსახურს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 6🔗. დაჩქარებული მომსახურების ვადის გამოთვლა 1. ამ წესით დადგენილ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აღნიშნული არ ვრცელდება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ასევე უქმე ან დასვენების დღეს რეგისტრირებულ განცხადებებზე, რომელთა რეგისტრაციის თარიღად ითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა. მუხლი 7🔗. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. სამსახურის დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ წესით დაწესებული საფასური, გარდა ამ წესის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით საბანკო დაწესებულებაში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 5. საფასური ჩაირიცხება სამსახურის ანგარიშზე. მუხლი 8🔗. დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე; გ) სამსახურმა დაჩქარებული მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში; დ) დაინტერესებული პირის კონკრეტულ დაჩქარებულ მომსახურებაზე პირველი მომართვისას, სამსახურის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. 4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. 5. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.