თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2022 წლის 25 ნოემბერი დაბა თიანეთი |
|
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ ცენტრთან.
2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა.
1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.
2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:
ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი –სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო- დ. თიანეთი;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა– სოფ. ლელოვანი;
ვ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი;
ზ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დ. თიანეთი;
თ) დ. სიონი - სოფ. ბოჭორმა – დ. თიანეთი;
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი;
კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი;
3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს:
ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ. ჟებოტა – სოფ. ლელოვანი -0,20 ლარისა;
ვ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;
ზ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა;
თ) დ. სიონი – სოფ. ბოჭორმა – დ. თიანეთი – 1,0 ლარისა;
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
პროგრამა მოქმედებს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 250000 (ორასორმოცდაათასი) ლარით.
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურსოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის №20 დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/11/2020 , სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016453).
მუხლი 3.🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
დანართი №1მუხლი 1. პრობლემის განსაზღვრა🔗
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ ცენტრთან. 2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა.მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ვადა🔗
პროგრამა მოქმედებს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.მუხლი 5. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა🔗
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 250000 (ორასორმოცდაათასი) ლარით.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.11.2022. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.154.016478.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.11.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №17, 25.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5623164/