ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12/81
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლესიჭინეში
მდებარე სტადიონის სახელდების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №12/81
2022
წლის 25 ნოემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის
გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12 და
მე-15 პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის
21 ოქტომბრის №34
ოქმის შესაბამისად
,
მუხლი
1🔗
.
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას მიენიჭოს
გურამ გაბესკირიას
სახელი და მისი სახელწოდება განისაზღვროს შემდეგნაირად: „გურამ გაბესკირიას ქუჩა“, თანდართული სიტუაციური გეგმისა
და ორთოფოტოს შესაბამისად.
2. აბრა წარწერით „გურამ გაბესკირიას ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში .
3. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი
2🔗
.
განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.
მუხლი
3🔗
.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი
4🔗
.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).
საკრებულოს
თავმჯდომარე
ალექსანდრე ტყებუჩავა