ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სამინისტროს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-კორექტირებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის) უზრუნველყოფა;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების, მათ შორის, წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტების, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მოცულობების, მახასიათებლების, სავარაუდო ფასებისა და შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე შესყიდვის საშუალებების შერჩევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა;

კ) მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის საერთო კოორდინაცია;

ლ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უზრუნველყოფა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის/გადაუხდელობის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნის უზრუნველყოფა შემდგომი რეაგირებისათვის;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენის უზრუნველყოფა;

ნ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების (სტატუსის) განთავსების (მინიჭების) უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;

პ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ჟ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტების შესწავლის მიზნით დისციპლინური წარმოების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

რ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ს) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ტ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების კონტროლი;

უ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ფ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ღ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/დასაქმებულთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის, მობილობის), გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ყ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;

ც) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ძ) სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა;

წ) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;

ჭ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel) და Internet-ის, ასევე Windows server-ის, Microsoft-ის ოპერატიული სისტემების და სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ხ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესრიგის დაცვა;

ჯ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ჰ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტუ