ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შემოსული დოკუმენტაციის დროული განხილვის, განაწილების ორგანიზაცია, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება;
გ) სამინისტროში შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა, დასმული პრობლემების თემატური ანალიზი;
დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;
ვ) სამინისტროში მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოორდინაცია და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
ლ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ანალიზის მომზადება;
მ) სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენა;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ო) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/დასაქმებულთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის, მობილობის), გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
რ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ს) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ