2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზ