ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება;

ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

გ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების, ასევე სამელიორაციო სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ი) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

კ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ნ) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) თანამედროვე ტექნოლოგიების, ახალი სახეობებისა და ჯიშების შესახებ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მობილიზება, დამუშავება და დანერგვისთვის წინადადებების მომზადება;

ჟ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

რ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ს) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და წარმოდგენა;

ტ) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

უ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ფ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა;

ქ) აგრობიზნესში დასაქმებულ პირებსა (მ.შ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან) და ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენა;

ღ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზება და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება;

ყ) ფერმერთა და აგრომეწარმეთა ერთიანი რეესტრის სისტემის ფუნქციონირება, მობილიზებული ინფორმაციის (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ და სხვა ინფორმაცია) შეგროვება, დამუშავება და მისი ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;

შ) დარგში არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

ც) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ძ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტუ