ა) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვადასხვა მეთოდის (მიზნობრივი, ზოგადი, დამხმარე) გამოყენებით ექსტენციის განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ექსტენციის სამოქმედო გეგმის ღონისძიებების ნუსხის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) ექსტენციის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა;
ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) თანამედროვე ტექნოლოგიების, ახალი სახეობებისა და ჯიშების შესახებ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მობილიზება, დამუშავება და დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
ზ) ექსტენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ი) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) ექსტენციის განმახორციელებელი სპეციალისტების სამუშაო აღწერილობების მომზადება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ