ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება;
ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
გ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების, ასევე სამელიორაციო სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;
ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ვ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
ი) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
კ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კერძო ან/და საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ნ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და წარმოდგენა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ჟ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ